Tuesday, November 2, 2010

თუმოროფობი, რომელიც რატომღაც უყვარდა ალეკო მასწავლებელს და...

დიდ მონიტორზე ფანჯარა წარწერით:
განმცხადებელი  თუმოროფობი (რეგისტრაციის #671 890 097) ითხოვს ორი სახის შეწყალებას (განცხადება #987690876543097):

ა) შვილების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით (შენიშვნა: არამოტივირებული, ჰორმონალური ეტიოლოგიის შფოთის საფუძველზე)
 ბ)თხოვნა რუბრიკიდან: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“  - კონტრაქტის გაგრძელება სამუშაო ადგილის მიხედვით, მინიმუმ სამი თვით!

-აუუუუუუ!!!! ეს რა მომივიდააა, აუუუუ, მომკლავენ...
-რა მოგივიდა, რა იყო?
-რაღაცაზე ჩავფიქრდი და პირდაპირ „შეწყალება მიეცეს“ დავკლიკე... აუუუ, თან ახლა შტატების შემცირების სიტუაციაში...
-რა დაგემართა, უუუფ, შენსავით კვალიფიციურ სერაფიმს ბევრს მონახავენ, ხო იცი.
-ანაღვლე მაგათ ჩემი სერაფიმობა... ჩაუტარებენ ტრენინგს ვინმე უბირ ქერუბიმს და დააწინაურებენ.
-მოიცა, ნუ იხეთქავ გულს... მიდი, ნახე, შეწყალების ლიმიტი ჰქონდა კიდევ?
-კაი, გამახსენე, ახლავე გადავქექავ ბაზას, მოიცა... ფუიიიი, არა, ლიმიტი ამოწურულია, ბონუსებიც...
-შედი მთავარანგელოზთან... ან წადი პირდაპირ დიდ ბოსსთან, დღეს კარგ გუნებაზეაო.
-მოიცა, ერთი ამის მფარველ ანგელოზს გადავურეკავ... „იმას“ თუ ამოჩემებული ჰყავს, დიდ ბოსს, ხომ იცი, პირდაპირ მომკლავს, არაფერი მიშველის. ექვსივე ფრთა მიკანკალებს ისეთ დღეში ვარ...
***
-ალო, ჰო, თუმოროფობზე გირეკავ... აააა, დიდ ბოსს უყვარს? და რატომ უყვარს? რასაი გვან - ერთი ისტერიჩკა ქალია, დალევა უყვარს, იგინება და სულ შეწყალებაზე მათხოვრობს ისე, რომ ეკლესიაშიც კი აღარ დადის წესიერად, შარვლით არ მიშვებენო... რაო? არ ვიცი, კარგ ხასიათზე მაყენებსო? ვერაფერს ვერ გაუგებ მაგ კაცს. ნუ კაი!... უყვარსო, წავალ აბა!
-ნე პუხა, ნე პერა, ბრო!
-თფუ, თფუ, თფუ!
***
-რაო?
-გაიგუდა სიცილით - რა ბედი აქვს ამ ქალსო, ამას მე ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის მინისტრი ხომ არ ვგონივარო, მაგრამ კაი, ჯანდაბას დატოვე ეგრეო,  ისე ყურადღებით იყავი, ეგრე ხომ შეიძლება რომელიმე სატელევიზიო თოქ-შოუს რომელიმე წამყვანი შეგეწყალებინაო. არ ამოვისუნთქე, კაცო!
***
-ალო, მე ვარ, თუმოროფობი. უუუფ, საშინელი ღამე გავათენე, საშინელი. ვიცი, ვიცი, ნაგიჟარი ვარ, სრულიად უსაფუძვლოდ, ჰო, მაგრამ... კაი, კაი, ნუ მიყვირი... კაი, დავლევ ტრანკვილიზატორს... ჰო, კაი, კაი! ვეღარც კი ვლოცულობდი, ისე დავფრთხი, ავიკვიატე, რომ რამე სერიოზული იქნება... თან იქიდანაც ველოდი პასუხს, სამსახურიდან... ჰო, იქიდანაც კარგი ამბავია. ჰოდა, ვეღარც ვლოცულობდი - ვითომ მე რატომ უნდა გადავრჩე, აგე ფულს ვუგროვებთ ერთ არაჩვეულებრივ ოჯახს, უსახლ-კაროდ დარჩენილები, უმუშევრები, დედას - კიბო, შვილს-დამბლა! მაგათ რითი ვჯობივარ რო? უხერხულიც კია, საკუთარი თავისთვის შეღავათების მოთხოვნა. მაგრამ ძაან პრილიჩნად მექცევიან, იქ, სულ ზევით... იმენა ხელით მატარებენ... რას ამბობ, რას ამბობ... აი ასე რომ ხარ: „ღმერთო, ეს ერთხელაც, შენი სახელის ჭირიმე, ეს ერთხელაც არ გამწირო, გეხვეწები რა“ და უცებ რომ ატბოი აქვს ყველა შიშს. აი, ახლა ვზივარ, მზიანი ჩრდილები დამთამაშებს და სარეცხის მანქანის ზუზუნი მესმის.  კაცო, აი ასე იყო სკოლაშიც, ხომ გახსოვს, რა ტუპოი ვიყავი მათემატიკაში და როგორ ვუყვარდი ალეკო მასწავლებელს... აბააა! ყველა კანკალებდა მაგისი სახელის ხსენებაზე და ჩემზე სრულიად უსაფუძვლოდ ეცემოდა...

22 comments:

  1. ამოუწურავი ფანტაზია გაქვს, ვერ დავიჯერებ, რომ თუმოროუფობი მათემატიკაში მოიკოჭლებდა ასეთი ლოგიკის უნარით.რა თქმა უნდა -შეწყალება დავკლიკე დაუფიქრებლადაც და დიდი ფიქრის შემდეგაც. გააგრძელე ვ ტომ ჟე დუხე.

    ReplyDelete
  2. დავეცი მუზიკალნი აფორმლენიეზე!

    ReplyDelete
  3. :)))) მუზიკალნი აფარმლენიე - ნინო გუჯაბიძისაა :))) ფოტოებიც! :))

    ReplyDelete
  4. ძალიან მომეწონა, ძალიან
    ვუთვალთვალებ თქვენს ბლოგს :)

    ReplyDelete
  5. რა 'შემოდგომოს დაბრედილი ფოთლები' და რა ალეკო მასწის 'ლავ ანინთენდედ'. როივე ერთმანეთზე უკეთესია!

    ReplyDelete
  6. ვერი გუდ :)

    კარგი ლიტერატურული ბრენდია თუმოროფობი, იფიქრეთ მარკეტინგზე : )

    "ანაღვლე მაგათ ჩემი სერაფიმობა... ჩაუტარებენ ტრენინგს ვინმე უბირ ქერუბიმს და დააწინაურებენ" – საინტერესო სანახავი იქნება კაპიტალიზმის მარწუხებში მოქცეული სამოთხე : )))

    ReplyDelete
  7. დზმებო, გაიხარეთ ეგზომ! :))) მიყვარხართ მაგრად!

    ReplyDelete
  8. კარგია, კარგია :) პატარა ნოველაა ფაქტობრივად. საერთოდ უცხომ რომ წაიკითხოს იმასაც მოეწონება.

    ReplyDelete
  9. უიიიი, დათო, მადლობთ, ინდიან, თქვენს მადლობთ :)))

    ReplyDelete
  10. არაფერში არ არის საჭირო პირადად იცნობდე ნანას ამ ტექსტების აღქმისა და გაგებისათვის!!! საზღვრები დიდი ხსნის გარღვეულია!!! მაგარია...

    ReplyDelete
  11. magari xar Zalian !!!!!

    ReplyDelete
  12. :)))) განვიხარე! :)))

    ReplyDelete
  13. saertod ucxom cavikitxe batono Davit : )

    ReplyDelete
  14. მაგარო,მაგარო და უმაგრესო!
    და უსაყვარლესო!:)

    ReplyDelete
  15. ნან,ფოტოგალერეა აქ არ იპოსტება?
    ძალიან კარგი იქნებოდა მთლიანად რომ დაგედო აგრაფინოლოგიიის ვიზუალი!

    ReplyDelete
  16. არ ვიცი, მაი, მგონი არა აქვს ასეთი გაჯეტი - მოვქექავ კიდევ

    ReplyDelete
  17. mec mikwarxart <3 -dar :)))

    ReplyDelete
  18. გასაოცარი ის იქნებოდა რომ არ ჰყვარებოდა თუმოროფობი ალეკო მასწავლებელს, რომ აღარფერი ვთქვათ ბოსზე...

    ReplyDelete
  19. ჰოო, ხომ ამბობენ - ნამდვილი სიყვარული მუდამ უანგაროაო. ჰოოდა ’ბოსზე’ კარგად ვინ იცის ეგა:)))

    ReplyDelete
  20. შეუძლებელია შენი არშეყვარება(ნაოჭი)

    ReplyDelete