Sunday, July 11, 2010

საღათას ძილი

ეზოში ძაღლი აყეფდა და მეორე „დაროჟკაზე“ დაედო ბავშვების ჟრიამულს. ალოისს გულში ჩაეცინა - არასდროს სჯეროდა ზაფხულის მყუდრო საღამოების საუნდტრეკის. მის ყურს ბევრად მეტი ესმოდა, ვიდრე სხვისას.
აგრაფინა ეგრევე იხიბლებოდა ყოველდღიურობის ილუზიით, მყუდროდ, შვებით მოიკალათებდა ხოლმე, ნეტარი სახით მიაყურადებდა ზაფხულის საღამოს და სრული დაცულობის განცდა ეუფლებოდა. თუმოროფობს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა ჩართული გულ-მკერდის არეში და მისი წიკწიკის გარდა არაფერი ეყურებოდა. იჯდა დაძაბული სახით და აფეთქებას ელოდა. ალოისმა იცოდა, რომ ორივე ახლომსმენელი იყო და ისიც იცოდა, რომ ბავშვების ჟრიამულსა და ძაღლების ღამის ყეფას მესამე ტრეკზე მართლა გასდევდა ასაფეთქებელი მოწყობილობის წიკწიკი. სიმართლე ამ ტრეკების შეხვედრის ადგილზე გადიოდა და არსად სხვაგან.
-დედაჩემი სადაა? - უცებ იკითხა აგრაფინამ.
-საღათასთან გადავიდა, მესამე პადიეზდში - უპასუხა ალოისმა.
-საღათასთან? რა ჯანდაბა უნდოდა? ვერ ვიტან მაგ ქალს, სულ იმას ყვება, როგორ „მიუგო“ და „მოუგო“ ვიღაცას და როგორ ჩააკმენდინა ხმა.
- რა ვიცი, ძილი უნდა ვთხოვოო?
-საღათას ძილი რაღად უნდა, თავისი არ ყოფნის?
-არა, ძილი არ მივარგაო. არც ერთი სიზმარი არ ამხდენია ცხადშიო და არც ცხადი არ ამხდენია სიზმარშიო. გუშინწინ ცხადში კაკაშკებში ჩაუბოტებია და სიზმარში დიდ ფულს ელოდა - არ აუხდა და ძალიან გაბრაზდა.
-იმ საღათას რა კარგი ძილი აქვს?
- საღათას - ძალიან. მაგისი ძილი განთქმულია მსოფლიოში. მძინარე მზეთუნახავსაც მაგისი ძილით ეძინა და ხომ ნახე - ბედს ეწია.
-არ მითხრა, თუმოროფობ დედაჩემს პრინცის ამბორი ენატრებაო, არ მომკლა ალოის სიცილით.
-არა მგონია. მგონი, ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების ეშინია, ძალიან ხმამაღლა წიკწიკებს უკვე, აღარ შემიძლიაო, დავიძინებ და დავისვენებო.
ლაწან კარი ვიღაცამ შემოგლიჯა. ალოისი შეხტა და შეჰკივლა:
-გაგიჟდი, გოგო? რაო, გათხოვა?
-არა. აღარავის აღარ ვათხოვებო, წაღებით წაიღებთ და დაბრუნება არ იცითო. ნაირა მეთხოვა ამას წინეებზეო და ძლივს დავაბრუნებინეო. მე ხომ ბედი მაქვს...
არა, უნდა გავიქცე - გაიფიქრა ალოისმა - თუ არ გავიქეცი, საშველი არაა. :)))))

3 comments:

  1. 21,celia ukve kovel game(an dge) sizmars vnaxulob,dge ar chamigdia da dzalian damglelia...sashishic,moqmedebs ukve chemze romelshi vcxovrob ukve agar vici,sizmaria realoba tu relobaa sizmari..tan xasiatzec moqmedebs!!!me vatxoveb dzils,(macos dzili)sagata goria:))

    ReplyDelete
  2. da roca es asafeTqeblad momzadebuli Tu afeTqebis momaswavebeli wikwiki esmoda,mashinac ki ar undeboda aravis dasja, tcameba aRiarebiTi CvbenebismisaRebad... arc erTi gulshi Tu mexsierebashi chabebudebuli teroristis - kacma ar icis,visi datovebuli iyo es bombimisgulshi davis eWira xelshi samarTavi pulti, rom Tomorofobi aefeTqebina....

    ReplyDelete
  3. erTxel saRaTam utxra aloiss: ecadeT,aravin shegiyvaroT mteli guliT,Torem sheecodebiT da ar gagaRvizebTo...

    ReplyDelete