Monday, January 3, 2011

გოსპოძი

-გოსპოძი, სკაიპში როგორ მოგძებნო?
-გოსპოძი იისუსე 2011.
-დამიმატებ? მე თუმოროფობი ვარ.

-დაგიმატებ, აბა რა, მაგრამ შენ მომძებნე, თუმოროფობი ბევრია და დავიბნევი.
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, გოსპოძი, მე მოგძებნი.
***
-გოსპოძი, როგორ ხარ?
-ნიჩივო, შენა?
-მეც ნიჩივო... რაღაც მინდა გკითხო...
-აბა, მიდი.
-მისმინე, ისადა... მფარველობ?
-რას გულისხმობ?
-ნუ მფარველობ, მპატრონობ აშკარად.
-რატომ გადაწყვიტე?
-ბევრი რამის გამო... მისმინე, სამსახური შენ მიშოვე?
-:) გაგიჟდი?
-აბა, მე შენს მეტი ზურგი არა მყავს.
- შენი სამსახურის გარდა დარდი არა მაქვს?
-რა ვიცი... წვრილმანები ხომ იცი ხანდახან ძალიან სერიოზული რამეა.
-ვიცი, კი.
-ცუდ ხასიათზე ხარ, გოსპოძი?
-კი, ვერა ვარ ხასიათზე.
-არ გინდა, გადაივლის. გინდა დავლიოთ? გაქვს სასმელი?
-არ მაქვს და წყალს ღვინოდ ვაქცევ ორ წუთში
-მიდი, აქციე. ნეტში დავლიოთ, მოსულა რომ იცოდე, შარშან ძველით ახალ წელს ფეისბუქში ვიქეიფეთ და დავთვერით.
-გაგიმარჯოს, თუმოროფობ.
-გაგიმარჟოს, გოსპოძი! მისმინე, რატომ მფარველობ? ხომ იცი, არაფრით არ ვიმსახურებ, შენ მაინც ხომ არ გაგეპრანჭები, შენ ხომ იცი, რომ ნაღდს ვლაპარაკობ.
-კი, ვიცი... არ ვიცი, რატომ გპატრონობ, მეც ხომ მაქვს სისულელის კეთების უფლება.
-რა თქმა უნდა, გაქვს... მოკლედ, მადლობა მინდოდა მეთქვა. არც ეკლესიაში არ დავდივარ, არც ვმარხულობ. სრული დეგენერატი და ლოთი ვარ და მაინც სულ ვგრძნობ, რომ მპატრონობ. არადა, ისა, გარშემო კატასტროფები ხდება. ჩემი პაწიკო მოკვდა, სულ 37 წლის იყო. პატარა ბიჭს გუშინ ყური სტკოიდა, მაღაზიაში შემხვდა და სახლში ვერ მიდიოდა, ხატები უნდა გავყიდო, სახლში ისე ვერ მივალო, ქალაქებს ბომბავენ...
-გეყოს ახლა, რატომ მაჭერ მაზოლზე ფეხს? ის შევძელი, რაც შევძელი.
-არა, რას ამბობ, არ გაბრაზდე. მოკლედ, გაგიმარჯოს, გოსპოძი, მაგრად იყავი, ძალიან მაგრად. ერთ დღეს დავიბადეთ, შენც თხის რქა ხარ, მეც თხის რქა ვარ.
-ჰო, თხის რქები ვართ. საშინელი ჰოროსკოპი გავქვს, პრაგმატულებიო, უგულოებიო
-აჰა, ასეა...
-ნუ რას გავაწყობთ. აქა ვარ მე, შემომძახე, რამე რომ იყოს, მაგრამ თუ ბოლომდე ვერ გიპატრონე, არ გაბრაზდე.
-შევეცდები, მაგრამ ხომ იცი, მაინც გავბარზდები, თავს ვერ შევიკავებ.
-ვიცი. კაი, წავედი
-აბა, ჰე, გოსპოძი, ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარი!
-მადლობთ, გაიხარე, ოჯახს დაგილოცავ, ახლობლებს... მოკლედ, თუ რამე ისე არ წავა, ძალიანაც არ გაბრაზდე, ნიჩივო ლიჩნოგო, ნასინგ ფერსონალ, ე.ი. ჟანრის კანონები ითხოვს ასე და ხომ იცი, ეს ყველაზე მთავარი კანონებია.

11 comments:

  1. ნასინგ ფერსონალ :))))))))))))))))
    http://www.youtube.com/watch?v=jQcNiD0Z3MU

    ReplyDelete
  2. ჟანრის კანონების დედაც...
    მაგის გამოა მეც დეგენერატი და ლოთი რომ ვარ:(

    ReplyDelete
  3. გოსპოძი გილოცავ დაბ დღეს!!!
    ნანა შენც გილოცავ შობას!!!)))
    პირველი გაცნობაა აგრაფინა ვულფთან)))
    ოჩენ პრიატნო ბილო პიზნაკომიცა!))

    ReplyDelete
  4. გაიხარე, უცნობო კომენტატორო - მნე ტოჟე პრიატნო :)))

    ReplyDelete
  5. გოსპოძი იისუსე 2011 :D
    etkoba axlaxans daakena skype... an iqneb kovel cels scvlis :D
    ...da kamera da xma aqvs?

    ReplyDelete
  6. მდაა, ნაან, ამჯერად გოსპოძი ძალიან ბიტავოი გამოვიდა:))) Tedd

    ReplyDelete
  7. ბიტავოი როგორაა, თედო, ძაან ტვორჩესკია - ჟანრის კანონებს მთავარ კანონად ასახელებს :))

    ReplyDelete
  8. ნიჩივო ლიჩნოგო, ნასინგ ფერსონალ, ე.ი. ჟანრის კანონები ითხოვს ასე და ხომ იცი, ეს ყველაზე მთავარი კანონებია.

    ესაა... მთელი სიმართლე...ჩვენი პრაგმატული სამყაროსი....შემაყვარა თავი ამ თქვენმა თუმოროფობმა და ისე ჩვენში დარჩეს და, ,,მომავლის შიში'' ზოგჯერ უსაფუძვლო სულაც არაა.:)მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  9. ერთი შეკითხვა მაქვს, ქალბატონ მწერალთან. ოღონდ ისეთივე გულწრფელი, როგოროც ეს ეპიზოდია და არ გამიბრაზდეს. რა უნდა ვქნა ახალა? უნდა მომეწონოს ეს ნაწერი?

    ReplyDelete
  10. P.S. ანუ თვითონ მოეწონებოდა, სხვას რომ დაეწერა? გულწრფელად, გულწრფელად მიპასუხეთ, ქალბატონო მწერალო.

    Keta

    ReplyDelete