Friday, August 13, 2010

კომა

Based on a true story
ღამე. მყუდროდ განათებული ოთახი. ოთახში სამი ქალია. თუმოროფობი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბრიგადა ორი ადამიანისგან შედგება, ორი უკიდურესად დაღლილი ქალისგან, რომელთაც შუბლზე, ცისფერი მელნით, ძველი ნაკოლკები რომ იყო, აი ისე, აწერია - ”ძალიან დაბალი”… და თუმოროფობი, რომელიც ორჯერ უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე ყველა დანარჩენი. თუმოროფობი მოძრაობს „პერემოტკით“ და „პერემოტკითვე“ ლაპარაკობს, ამიტომ ხმა სასაცილოდ წვრილი აქვს.


ის, რასაც თუმოროფობი წარმოთქვამს ამ არაადეკვატური სიჩქარის გამო, ძნელი გასარჩევია. გესმით,გესმით რას ვამბობ? ნორმალურ სიჩქარეზე გაშვებულ კადრში, თუმოროფობი გადახვევის რეჟიმში მოძრაობს და ლაპარაკობს.
თუმოროფობი -ამ მავნე ჩვევამ ამ ბოლო ხანეებში იჩინა თავი
ბრიგადა, ერთხმად-რომელ ბოლო ხანეებში?
თუმოროფობი - ამ.
ბრიგადა - მაინც რომელ ბოლო ხანეებში?
თუმოროფობი - ამ.
ბრიგადა - გასაგებია.
თუმოროფობი - ყოველ ღამე დაძინების მაგიერ კომაში ვარდება და ყოველ დილით ხოშიანად გამოდის კომიდან.
ბრიგადა - გასაგებია.
თუმოროფობი - ახლა კომაშია.
ბრიგადა - გასაგებია.
თუმოროფობი - კი.
სხვა ოთახი. ალოისი ლოგინში წევს. ბრიგადა და თუმოროფობი დგანან. თუმოროფობი გადახვევით დგას, ბრიგადა - წესიერად.
ბრიგადა - კომაშია.
თუმოროფობი - კი.
ბრიგადა - და იყოს, თუ დილით ხოშიანად გამოდის.
თუმოროფობი - და რომ ვერ გამოვიდეს?
ბრიგადა - და რა შეუშლის ხელს?
თუმოროფობი - თუმცა ჰო, არც არაფერი.
ბრიგადა - და თქვენ ასე რატომ ხართ?
თუმოროფობი - ააააა, პერემოტკის სინდრომი მაქვს.
ბრიგადა - გასაგებია. ნახვამდის.
თუმოროფობი - კარგად ბრძანდებოდით. და ეს ”ძალიან დაბალი” რა არის?
ბრიგადა - თვითშეფასება.
თუმოროფობი - ააააა...
ბრიგადა - და თქვენ რა გეგონათ?
თუმოროფობი - მეეეეე? ხელფასი
ბრიგადა - უიმე, უიმე, როგორ გეკადრებათ, როგორ გვაკადრეთ, როგორ გეკადრებათ! ისადა სარეცელზე რატომ გიწევთ, საწოლი არ აჯობებდა?
თუმოროფობი - რა ვიცი... კომაზე სარეცელი უფრო არ მიდის? სტილისტიკის ამბავში ვამბობ.
ბრიგადა - ფი, რა პათეტიკაა... არ გინდათ პედალირება, რა დროს სარეცელია?
თუმოროფობი - უი, რა ვიცი, არ ვარგა სტილის ამბავში?
ბრიგადა თუმოროფობს ეჭვის თვალით უყურებს.
ბრიგადა -ისადა, თქვენ შემთხვევით წითელი ინტელიგენტი ხომ არა ხართ?
თუმოროფობი -როგორ გეკადრებათ, როგორ მაკადრეთ, როგორ გეკადრებათ
ბრიგადა -რა ვიცით... სარეცელიო, ისაო, ესაო
თუმოროფობი --როგორ გეკადრებათ, როგორ მაკადრეთ!
დილა. თუმოროფობი ტახტზე ზის, ტელეფონით ლაპარაკობს. ისევ პერემოტკით ზის და პერემოტკით ლაპარაკობს:
-ჰო, კომაშია, კი. კი, კი, ასეა ყოველღამე... უი, გამოსულა კომიდან. მოიცა. ალოის, ალოის... არ მაქცევს ყურადღებას, სულ შიშველია. ვააააა, ისევ იმას აკეთებს, გამაგიჟებს. რას აკეთებს იცი? ფარდებს შორის ღრიჭოა რა, და იქიდან იატაკზე მზის სხივი ეცემა. მივა, დაიხრება, პეშვით აიღებს რაღაცას, ნუ მზეს რააა, მიიტანს სახესთან და ისე მოძრაობს, თითქოს იბანს სახეს, მერე კიდევ დაიხრება, კიდევ პეშვს იღებს და ახლა იღლიებს იბანს, კისერს... მერე ტაკოებს და ბოლოს ფეხებს... მორჩა დაბანას, მე ვერ მხედავს.
შენ როდის ჩამოხვალ, აგრაფინ? არა, კი არ მჭირდები, მომენატრე უბრალოდ. გაკოცებ მაგრად.

6 comments:

  1. ძალიან მაგარი ხარ, გადახვეულიც, გადმოხვეულიც და ”პერემოტკის” რეჟიმშიც :*

    ReplyDelete
  2. ჰო, ეგრეა, ყველაზე დაუჯერებელი ამბები ისინია, რომელიც რეალობაში ხდება. მართალი ხარ, მადლობთ

    ReplyDelete
  3. mec davicer egre shublze, barem.... ragaa dasamali

    ReplyDelete
  4. თუმოროფობ, მზის პეშვებით ბანაობაც თრუ სთორია? ძალიან ლამაზია და თრუ სთორია?

    ReplyDelete
  5. თუმოროფობის სერიებიდან ყველაზე ძალიან "კომა" მიყვარს. თუნდაც, იმ ეპიზოდის გამო, მზის სხივებით რომ ბანაობს ალოისი. აბსოლუტურად ფანტასტიურია. ძალიან სსევდიანია და ძალიან ლამაზი. უნიჭიერესი მწერალი ხარ, უმაგრესი! ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ავტორი.ყოველთვის მოუითმენლად ველოდები შენს ახალ ესკიზებს თუმოროფობის ცხოვრებიდან!

    ReplyDelete
  6. ჯერ ბევრი მაცინე და მერე მოვიწყინე ბანაობის ჟამს. ძალიან მაგარია(ნაოჭი)

    ReplyDelete