Tuesday, July 13, 2010

ბრიყვი შენა ხარ

”ადამიანი ბრიყვია” - უთხრა პოლკოვნიკმა ბებია ალოისს ავტორიტეტულად და დინჯად - "ჭკუას ვერ სწავლობს და გამოცდილებას ვერ იღებს".

"ბრიყვი შენა ხარ" - გაიფიქრა ბებია ალოისმა - "კიდევ კარგი ვერ სწავლობს და ვერ იღებს. ჩემი პაპის პაპა ზუსტად 32 წლისა დაჭკვიანდა და როგორც კი დაჭკვიანდა, მაშინვე, მყისიერად ზაფხულის ღამეში აივანზე გავიდა და თავში ტყვია დაიხალა".
საზარელი გვალვა იდგა და ყველა ისე იყო გათანგული, როგორც გადამწიფებული ქალწული, რომელსაც თავისი ქალწულობის ყოველი წამი ყურში ასაფეთქებელი მოწყობილობის წიკწიკივით ესმის.
"ეს გვალვა ცუდად დამთავრდება" - უკვე ხმამაღლა თქვა ბებია ალოისმა - "ამდენი ხნის მოლოდინი, არასდროს მთავრდება კარგად. წვიმამდე რამდენიმე წუთით ადრე რაღაც ავბედითი მოხდება".
"არ ვიცი... შეიძლება. პირველი წვიმა სავსე მთვარეზე მოვაო. ცუდი დამთხვევაა" - მიუგო აგრაფინამ და მოშნად დაამთქნარა.

7 comments:

  1. მაგარია ძალიან!:)

    ReplyDelete
  2. Magari Xarr Nan Magariiiiiiiiiiii

    ReplyDelete
  3. gavige blogerebis nawarmoebebi gamoicema bakur sulakauris gamomcemloaSio- Tqveni wignebi unda daibeWdos...

    ReplyDelete
  4. "ეს გვალვა ცუდად დამთავრდება" - უკვე ხმამაღლა თქვა ბებია ალოისმა - "ამდენი ხნის მოლოდინი, არასდროს მთავრდება კარგად. წვიმამდე რამდენიმე წუთით ადრე რაღაც ავბედითი მოხდება".
    "არ ვიცი... შეიძლება. პირველი წვიმა სავსე მთვარეზე მოვაო. ცუდი დამთხვევაა" - მიუგო აგრაფინამ და მოშნად დაამთქნარა.

    არც კი ვიცი, რა ვთქვა...აქ სულ მოულოდნელობები მხვდება.....:) მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  5. aloisma itsoda is, rac ar icoda bevrma,maT Soris Tumorofobmac.romarsebobs gamoscdilebis niWi, romelic Zalian cotas eZleva... amitom Cans adamiani bruyvad. ra kargia, agrafina, ra kargia... mashin davberdebi, roca avbediT molodins veghar vigrZnob... roca veghar avghwer. davo,davo,didi xnis molodini yovelTvis ratom mTavrdeba cudad an arafriT? anu dro da molodini ra kavshirshia erTmaneTan?

    ReplyDelete
  6. ბევრჯერ მიფიქრია, რომ, ,,ჭკუის სწავლა“ და დასასრული ერთი და იგივეა. ისიც მიფიქრია, რომ ადამიანის ფიზიკურ ამტანობაში არის რაღაც ძალიან ამორალური. როცა ყველაფერს უძლებ, ნიშნავს, რომ ფიზიკა, სხეული არაფერს განარჩევს. განურჩევლობაა ამორალური. ეს ან სიცოცხლის უსაზრისობის ამორალობაა, ან სწორედ ცარიელი, ყოველგვარი ,,ჭკუისაგან“ დაცლილი კრისტალური სიცოცხლეა ყველაფერი და სულ ტყუილად ვეხეთქებით საზრისების კედლებს.

    მაგრამ უსაზრისობაში მოძრაობა შეიძლება იყოს დაღმავალი და შეიძლება იყოს - აღმავალი....  ყველაფერს მხოლოდ ვექტორი განარჩევს. ღმერთსა და ეშმაკს შორის არჩევანიც, ეს ვექტორის არჩევაა: აღმა, თუ დაღმა...

    მადლობა, ნანა, შესანიშნავი ტექსტებისთვის.

    ReplyDelete
  7. Concordia Márquez , like ,like da kidev love !!! <3 <3 <3 ♥ :*

    ReplyDelete