Thursday, November 25, 2010

თუმოროფობის ოცნება



მინდა ინგლისელი ლედი ვიყო, მერქვას, მაგალითად .... მმმმ.... ჯეინი, როგორც ჯეინ ეარს, ან მის მარპლს.
ჰო, ვიყო ინგლისელი ლედი, ვცხოვრობდე პატარა კოტეჯში მწვანე ბაღით (ზა ეტოტ ად ზა ეტოტ ბრედ, პოშლი მნე სად ნა სტარასწ ლეტ). ზუსტად გაწერილი დღის წესრიგი მქონდეს: 8-ზე ადგომა, 9-ზე საუზმე (თრედიშნლ ბრექვესთ) - ბეკონი, სოკო, ერბოკვერცხი. მინდა მღვდლის ცოლთან ვმეგობრობდე და 5 საათზე ჩაიზე მიწვევდნენ: ბისკვიტი, რძიანი ჩაი, ღირსეული სტუმრები, ღირსეული საუბრები. მინდა სტუმრად მივემგზავრებოდე სხვა სოფელში - სკრუპულოზურად ჩალაგებული ჩემოდნით, მინდა სტუმრების ოთახს მითმობდნენ, მინდა შევისუნთქავდე უცნობი ოთახის არომატს და ვისმენდე უცნობ სიჩუმეს - ამ დროს დრო სხვანაირად გადის. მინდა კარგი მანერები მქონდეს, სანდომიანი შესახედაობა, მინდა ჩემი წარსულიდან არაფრის მრცხვენოდეს, მინდა მკაცრი კოსტუმი მეცვას, ნაცრისფერი, მინდა ცისფერი თვალები მქონდეს და თეთრ ბლუზს ვატარებდე ჟაბოთი. თმა მინდა ისე სადად მქონდეს გადავარცხნილი, რომ კოსმიური წესრიგის შთაბეჭდილებას ვტოვბედე და სავარცხლის კბილებს თავისი კვალი ჰქონდეს დატოვებული ჩემს თმებში
მოკლედ, სხვა მინდა ვიყო - მოწესრიგებული, სისუფთავის სუნის შლეიფით.

10 comments:

  1. ინგლისელი არისტოკრატობა ისეთი მიმზიდველი მეჩვენება მეც. მთელი ეს ვირჯინია ვულფები და ჯეინ ოსტინები.

    ReplyDelete
  2. ჰო, კარგია :))))

    ReplyDelete
  3. მინდა სტუმრად მივემგზავრებოდე სხვა სოფელში - სკრუპულოზურად ჩალაგებული ჩემოდნით, მინდა სტუმრების ოთახს მითმობდნენ, მინდა შევისუნთქავდე უცნობი ოთახის არომატს და ვისმენდე უცნობ სიჩუმეს - ამ დროს დრო სხვანაირად გადის... magaria, menatreba eg gancda

    ReplyDelete
  4. :))) ეფემია, შენა ხარ?

    ReplyDelete
  5. ra kargia... gamchvitvale da grili tskhovreba. grili, rogorts sisuptavis shleiphi... magram -- rtulia ! da ara imitom, rom pirobebi ar gavqvs, aramed imitom, rom pirobebs ar vqmnit. arada shegvidzlia datskeba tu tsota distsiplinasa da asketizms movukhmobt...
    ramdens vphiqrob amaze, amdens... da vibrdzvi, shemi khelis misatsvdom mandzilze maints shevtsvalo kopha da ar mombezrdes amis keteba.
    inglisuri sauzme, ise rogorts inglisuri mdelo da ingliseli jentlmeni, chamokalibebistvis sam taobas sachiroebs. D A I T S K E T !

    ReplyDelete
  6. ჰო, ეს ქალები სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩვენ ის გვხიბლავს, რაც მათ საერთო ჰქონდათ - თავდაჭერილი სიამაყე, გონიერება, ღირსების განცდა, ძალა და მომხიბლაობა, გარემო - თითქოს იდილიური: გალანტური ჯენტლმენები და მეგობარი ქალები - ნამდვილი ლედის თვისებებით.. კიდევ? სულ მახსენდება ვაშლის ხეების ყვავილობა სომერსეტის ბაღში :)
    - აბა ვის არ უოცნებია, ანდა სულაც არ უცხოვრია ცოტა ხნით მაინც ამ წიგნებში - ბავშვობიდან და დღემდე?
    <3 ამჯერად მე ვარ :)

    ReplyDelete
  7. chemi ocnebaa inglisi da kwelaferi mastan dakawshirebuli :) -dar

    ReplyDelete
  8. მეც მინდა ინგლისელი ლედი ვიყო,მერქვას, მაგალითად...მმმმ..ჯეინი,როგორც ჯეინ ეარს ან... მინდა ვცხოვრობდე პროვინციულ ქალაქში(აკი ,ვცხოვრობ),მქონდეს ყვავილების პატარა ბაღი(აკი ,მაქვს),სისხამ დილას მცენარეებს დიდი, ლამაზი სარწყულით ვრწყავდე, მერე ყავას მივირთმევდე ახალმოთიბული ბალახის სურნელით გაბრუებული, მინდა, ჩემს მყუდროებას წიგნებიდან ამოსული ფიქრები....,და თუნდაც შაკიკი , არღვევდეს..(რა ადვილია!..

    ReplyDelete
  9. რა მაგარია, ციცი

    ReplyDelete
  10. მათე–მაიკოDecember 24, 2011 at 12:01 PM

    მეც მინდა ინგლისელი ლედი ვიყო, მქონდეს პატარა საგამოფენო დარბაზი სადმე პროვინციულ ქალაქში(წარმოიდგინეთ მართლა იქ ვცხოვრობ), მოქანდაკის ცოლი ვიყო (აკი ვარ)... დილას ადრე ვიღვიძებდე სახელოსნოში სავსე ქანდაკებებით და უცნაური ყვავილებით...მივირთმევდე ცხელ ჩაის შოკოლადით .... ზუსტად 12 საათზე კი მოდიოდნენ მეგობრები ჩემთან მეორე საუზმეზე , ცხელი შოკოლადის დასალევად და ახალ სრულიად უწყინარ ქალაქურ ამბებზე საჭორაოდ....როგორი სასაცილო თუთიყუში ჰყოლოა მისტერ ლ..ს, რა მოუყოლია ლედი ჩ...ს ქალიშვილს საჩაიეში, და ა.შ. ჰეჰ...კარგია ყოველდღიურობის უცნაურად გაწელილი დრო... თბილი გაზაფხულის ფარფატა საღამოები და თეთრსუფრაგადაფარებული ოჯახური სადილები ყველა ატრიბუტიკით... პირველით, მეორეთი და ზედ დაყოლებული დესერტით ანუ ჩაითა და ნამცხვრით ტერასაზე....

    ReplyDelete