Saturday, October 16, 2010

დრო

თუმოროფობი დროის ნაკადში ისე ფართხალებდა, როგორც ძალიან სწრაფ მდინარეში. ნაპირთან, კუნძს ჩაფრენოდა და ამით ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ საშინელი სისწრაფით მოხეთქილ ნაკადს, ვინ გაუძლებდა? ჰა-ჰა აგრაფინას გაეძლო.


ის კი ამ დროს თავის საგუშაგოზე იდგა, სამყაროს დარაჯობდა და გამთენიისას, დაღლილ-დაქანცული, დიდი ხნის მდუმარებით განწმენდილ-დაბანილი საკუთარი აბჯრის წკრიალსა და შემოდგომის ცივი, სვეჟი ქარის შრიალს უსმენდა გაფაციცებით.
გალუმპულ-გათოშილი თუმოროფობი ახლა ლოდზე შემოჯდომას ცდილობდა, ერთიანად კანკალებდა და კბილებში სცრიდა: „შეჩერდი, წამო, შეჩერედი, წამო“. ბრაზიანმა ნაკადმა კი ერთი შეუღრინა და ლოდსაც მოსწყვიტა:
-მიიიიშველეეეთ, მიიიიშველეთ გაჰკიოდა - თუმოროფობი - ხალხი არაააა ხართ? წამიღო, წამიღო, წამლეკაააააა, ხელი მომაშველეთ ვინმემ, აქედან ამომიყვაააანეეეთ.

თუმოროფობის მონოლოგი:

ჩემი წუთები დათვლილია.
დათვლილია სკრუპულოზურად,
ექსელის ცხრილებში.
ფორმულა შევამოწმე - სწორია.
უბრალოდ ის უჯრედი,
სადაც ჯამი უნდა ეწეროს,
ვიღაცას დაუჰაიდებია და
ანჰაიდის რეჟიმი გამოურთავს.
თორემ ისე, ჩემი წუთები დათვლილია,
დათვლილია დინჯად, აუჩქარებლად.
შეცდომა გამორიცხულია იმიტომ,
რომ ის, ვინც ითვლიდა,
ჩინებული მათემატიკოსია,
ყველაზე მთავარი მათემატიკოსი
მთელს მსოფლიოში.

მდინარეს ცხედრები მოჰქონდა, მილონობით ცხედარი და მილიონობით ცოცხალი ადამიანი. ცხედრებს ნაკადი ფეხზე ეკიდათ და ტუჩებზე სწორედ ის ღიმილი დასთამაშაბდათ, ადრე რომ ვახსენეთ. ცოცხლები ხან ერთმანეთს ებღაუჭებოდნენ, ხან ერთმანეთს სძირავდნენ, ხან კი ისე იქცეოდნენ, ვითომდაც აქ არაფერიაო.

ალოისის მონოლოგი, მზიან დილას წაბუტბუტებული:

არ დაუჯერო ამ მზიან ჩრდილებს, თუმოროფობ, დატკბი, მაგრამ არ დაუჯერო! უსაფრთხოებისა და სიმშვიდის ამ სიმულაციას თავს ნუ მოატყუებინებ! ამ მზიანი ჩრდილების თამაშში გაჰკივის ვიღაც, ვისაც ტკივილი ვერ დაუოკებია და ეს მზიანი ჩრდილები ანათებს მიამიტად პანაშვიდზე მიტანილ ყვავილებს. დრო გადის, თუმოროფობ, მთავარი ესაა და საათის წიკწიკზე საზარელი საუნდტრეკი მე არც გამიგია. მე როგორ მომექცა დრო, განა ვერ ვხედავ? ჰოდა მეც ავდექი და სამაგიერო დავიწყებით გადავუხადე.

6 comments:

  1. sworia, nametani swori....

    ReplyDelete
  2. ნან, ალოისის მონოლოგმა ფრანგული ფილმი '99 ფრანკი' გამახსენა:)

    ReplyDelete
  3. არ მინახავს :(

    ReplyDelete
  4. შეცდომა გამორიცხულია იმიტომ,
    რომ ის, ვინც ითვლიდა,
    ჩინებული მათემატიკოსია,
    ყველაზე მთავარი მათემატიკოსი
    მთელს მსოფლიოში.
    . მე როგორ მომექცა დრო, განა ვერ ვხედავ? ჰოდა მეც ავდექი და სამაგიერო დავიწყებით გადავუხადე.
    < adore

    ReplyDelete
  5. ჩემო ნანა,
    ძალიან მაგარი გოგო ხარ. ზუსტად არქმევ სახელს ამ საშინელებას. ჩვენც გადავუხადოთ სამაგიერო, ოღონდ საათის საუნდტრეკს, მისი ყოველი დაწიკწიკება უბრალოდ ნულზე გავამრავლოთ და გავაქროთ. იქნებ ყველაზე მთავარი მათემატიკოსის გულიც მოვიგოთ

    მედიკო

    ReplyDelete
  6. დრო ხომ აშკარად უფრო ახალგაზრდაა, ვიგრე მისი მომგონი და ამიტომ.....:):):) მათე-მაიკო.

    ReplyDelete