Sunday, January 9, 2011

თუმოროფობის წერილი მეგობარ ზურას



ასეთი დღეები კიდევ მექნება? გარეთ ცივა, ნისლია, ნესტია, შიშველი ხეებია, სველი ასფალტის სუნია, დილიდანვე ღამეა. სტუმრად ვართ, ძველი ბინაა, ძველი ბინადრებით და ათწლეულობით ნაგროვი მილიონი ნივთით. ოთახში თბილა და სიმშრალის არომატი დგას.
სინათლე ანთია. ჩაიზე მიგვიწვიეს. დიდი, მრგვალი მაგიდა - ძველ, შუშის ლარნაკებში ქარვისფერი მურაბა, შინდისფერი მურაბა, შავი მურაბა, კექსი.
ჩაის ვსვამთ და ვსაუბრობთ, ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. აქ დედას წამოვყევი. მისი მეგობრები გვერდზე მისხედან და მესმის მათი სამოსის სუნი: შალის სუნი, ბუკლეს სუნი, ტვიდის სუნი. მსუბუქად ხუმრობენ, იცინიან. მეზობლის ბინიდან ფორტეპიანოს ხმა ისმის - ვიღაც მუსიკაში მეცადინეობს, იმეორებს და იმეორებს დაკრულს.
არა, ასეთი დღეები აღარ მექნება იმიტომ, რომ ყნოსვა დამიჩლუნგდა და ვეღარც სველი ასფალტის არომატს შევიგრძნობ, ვეღარც ტვიდის, ვეღარც შალის.
არა, ასეთი დღეები აღარ მექნება იმიტომ, რომ თვალსაწიერი დამივიწროვდა და ლარნაკებში ჩასხმული მურაბების ფერს ერთმანეთისგან ვეღარ გავარჩევ.
არა, ასეთი დღეები აღარ მექნება იმიტომ, რომ სმენა დამისუსტდა და მეზობლის დაკრულს ვეღარ შევისმენ
სამაგიეროდ თვალნათლივ დავინახავ როგორ ჰკიდია თითოეული ჩემი თანამესუფრე წვრიიილ, ძალიან წვრიიილ ძაფზე და იმასაც შევამჩნევ, რომ ზოგიერთის ძაფმა უკვე გაწყვეტა დაიწყო.
არა, ასეთი დღეები აღარ მექნება, ცხადია, აღარ მექნება.

11 comments:

  1. კ ჩემუ ეტო ვი? - კითხვა გამიჩნდა. თუმცა, ალბათ, იმიტომ, რომ მურაბიანი ჩაის დალევა მიმავიწყდა. წავიდე, მივისხ-მოვისხა :)

    პ.ს. ბლის მურაბით და ლიმნის კანებით:)

    ReplyDelete
  2. აუცილებლად გვექნება ასეთი დღეები, აუცილებლად <3

    ReplyDelete
  3. zuriuss, kargia murabiani Cai, dalie. Sen jer kidev bevri aseTi dRe geqneba :)))
    ara mqonia, mqondes, Tqven - ki

    ReplyDelete
  4. !!!!!!!!
    როგორი ჩემია და ნაცნობიიი!<3

    ReplyDelete
  5. ყნოსვა დამიჩლუნგდა- ყველაზე საშინელი დაჩლუნგება- ვეღარ შევიგრძნობ სიყვარულს, მძაფრს, თავბრუდამხვევს- რომელიც სურნელს მოაქვს...
    ადამიანებს, როგორიც ისინი სინამდვილეში არიან და არა,ისეთებს, ვითომ "ერთი შეხედვით , რომ ხვდები"... მომენატრება - ძალიან მომენატრება , მაგრამ ეს მხოლოდ სევდა იქნება და არა სიხარული, რომელიც მხოლოდ სურნელს მოაქვს...

    ყნოსვა დამიჩლუნგდა...

    ReplyDelete
  6. ძალიან მაგარია!

    სურნელიც ქრება და სურნელის შეგრძნებაც. რომელი მიდის პირველი და რომელი მეორე ეგ არ ვიცი.

    ყველაფერი მიდიიიიიის! იმიტომ რომ რაღაც ახალი და უფრო მაგარი მოდის. მოდის და მოვიდეს, ოღონდა ასი წლის მერე.

    ReplyDelete
  7. martali xar yoveli dghe gansakutrebulia da aghar meordeba...mtavrdeba dghe, kvdeba, magram ibadeba axali, iwyeba axali shegrdzebebi da gancdebi...ici usinatlo ver xedavs imas rasac chven aghviqvamt tumca aqvt iseti gancdebi da shegrdznebebi romlebsac chven verasdros shevigrdznobt...imedia mixvdebi risi tqmac msurda...

    ReplyDelete
  8. ანონიმუსი ვინაა?
    უმაგრესი კომენტარებია,ძალიან ნიჭიერ მკითხველს რომ ეკადრება.
    ხათუნა მგონია!:)

    ReplyDelete
  9. chemi megobari tumorofobi! <3 <3 <3
    zura pirveli

    ReplyDelete
  10. კარგი რამაა

    ReplyDelete