Sunday, October 23, 2011

შავები რატომ გაცვიათ?

_გამარჯობათ, ბატონო ზურა, ვერ მიცანით?
 _ გამარჯობათ, როგორ არა, როგორ არა? შავები რატომ გაცვიათ მოხდა რამე?_
-- არაფერი ისეთი, ამას წინეებზე გარდავიცვალე, ჯერ ორმოცი არ გასულა და ვგლოვობ.
- ეს რა მითხარით, რატომ არ გამაგებინეთ, აუცილებლად მოვიდოდი.

_ არა უშავს, აი ახლა ხომ მომისამძიმრეთ.
 _ კი მაგრამ, რა მოხდა ასეთი, სულ ცოტა ხნის წინ გნახეთ და თითქოს ჯანმრთელად იყავით... ავადმყოფობდით?
 _ არა, არა, უბრალოდ თავი მოვიკალი.
 _ ოხ, რა საშინელებაა... კი მაგრამ, რატომ?
 _ დეპრესია... ძალიან ცუდად ვიყავი.
_ უცნაურია... კონკრეტული მიზეზი გქონდათ რამე?
 _ მიზეზი ყველას გვაქვს, თქვენ მაინც ხომ იცით.
 _ მართალი ხართ, მაგრამ ესე მაინც არ შეიძლება, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ვუძლებთ, აი, მარიამს სამი წლის ბიჭი მოუკვდა, ადგა და მეორე გააჩინა .
_ ალბათ, სწორი ბრძანდებით, არ უნდა მექნა, მაგრამ რას იზამ... უიმე, მაგვიანდება, დიდი ბოდიში, სამსახურში მელოდებიან. _ არ იციან, რომ გარდაიცვალეთ?
_ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ არ აწყობთ და არ იმჩნევენ.
_ აბა, ნახვამდის, მაშინ...
_ ორმოცის ამბავს შეგატყობინებთ და აუცილებლად მოდით..
_ აუცილებლად მოვალ, მაგრამ მეორედ ასე აღარ მოიქცეთ.

6 comments:

  1. არ აწყობთ და არ იმჩნევენ :)))))) ეგრეა, ეგრე ძალიან ხშირად

    ReplyDelete
  2. კიდე აღვნიშნავ, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამის ავტორი :)

    ReplyDelete
  3. აქვე აღვნიშნავ რომ მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ავტორი...

    ReplyDelete
  4. როგორი ნამდვილია ნქვენი ნაცერები, ერთი ყალბი ან ზედმეტი სიტყვაც არ არის, გრძნობაც და შეგრძნებაც ისეთი ნამდვილია, რომ კითხულობფიქრობ მე ხომ არ დავწერეო :)
    მადლობა ამ ბლოგისთვის და იმ ემოციისთვის რითიც აქ დავიმუხტე...

    ReplyDelete
  5. ukve mrcxvenia yvelgan komentaris datoveba, titqos tqveni shefaseba shemedzlos(im saswrafos eqimivit var shublze melnit rom ewera "dabali"), da rom ar davtovo esec ar shemidzlia. dzalian momwons. madloba(naochi)

    ReplyDelete