Monday, December 20, 2010

აღთქმა, რომელიც თუმოროფობმა ისე დადო, რომ თათუნას ტექსტებს მიბაძა

ყველა თაგზე შევალ და ყველგან რემუვ თაგს დავკლიკავ, ყველა ლინკს გავწყვეტ და ყველა ფეივორიტს ამოვშლი, ქლიარ ჰისთორის დავაჭერ ხელს და ყველა თემფორარი ფაილს გავანადგურებ, ტვინსა და გულს თავიდან დავაილნსტალირებ ისე, რომ არც ერთი ოულდ ფაილის აღდგენა აღარ იყოს შესაძლებელი და დავისვენებ
იმიტომ, რომ აღარაფრის აღარ შემეშინდება, რადგან აღარავინ და აღარაფერი მემახსოვრება და გამოირთვება ასაფეთქებელი მოწყობილობა და აღარ მეკიდება თავზე დამოკლეს მახვილი და აღარ ამოხტება ანტივირუსი საზარელი ალერტით, რომელიც ყოველ წამს იმას მახსენებს, რომ საფრთხე მუდმივად აქაა, კუდში დაყვება ყველას, ვინც მიყვარს, უსაფრთდება ყველა მოსახვევში და ყველა ბნელ კუთხეში უთვალთვალებს და არასდროს არ იღლება და არც დაიღლება, რადგან არ არსებობს უსაფრთხო წუთები და მყუდრო საღამოები, ამიტომ ყველა თაგზე შევალ და ყველგან რემუვ თაგს დავკლიკავ, ყველა ლინკს გავწყვეტ და ყველა ფეივორიტს ამოვშლი, ქლიარ ჰისთორის დავაჭერ ხელს და ყველა თემფორარი ფაილს გავანადგურებ, ტვინსა და გულს თავიდან დავაილნსტალირებ ისე, რომ არც ერთი ოულდ ფაილის აღდგენა აღარ იყოს შესაძლებელი და დავისივენებ...

3 comments:

  1. თუმოროფობ, არ გამოგივა - ვერ ამოშლი ყველას, აი შენ ნამდვილად არ გამოგივა

    ReplyDelete
  2. არ შეიძლება წარსულის გარეშე ცხოვრება, ოულდ ფაილების გარეშე - წარსული მთავარი დროა, მაგრამ ვხვდები, რასაც ამბობთ :))) თუმცა, როცა არავინ გიყვარს, მაინც ვერა ხარ ბედმიერი

    ReplyDelete
  3. აი ეს კარგი ტექსტია!

    ReplyDelete