Thursday, February 3, 2011

თუმოროფობის შიშების ნუსხა

დადასტურებულია ძალიან კომპეტენტური ნოტარიუსის მიერ და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
1. საფრთხის, რომელიც ბავშვებს ჩაუსაფრდა
2. იმის, რომ ბავშვებს დააჩმორებენ და ღირსებას შეუალახავენ


3. ბავშვების ავადმყოფობის (განსაკუთრებული ინტენსივობის შიში, არნახული)
4. მოკლევადიანი კონტრაქტების
5. იმის, რომ ვიღაცას აწყენინა და მერე იმის, რომ როდესაც უხსნიდა, რომ არ უნდოდა წყენინება, კარგად ვერ აუხსნა და „ის“ იფიქრებს, რომ დებილია, ან კიდევ უფრო ეწყინება
6. იმის, რომ რაღაც შეეშლებათ და უმიზეზოდ დააპატიმრებენ (შიში კატეგორიიდან პალატა #6)
7. იმის, რომ სამსახურში თვითონ შეეშალა რაღაც და ახლა ყველაფერი დაიღუპება
8. იმის, რომ მის მიერ დაშვებული შეცდომა უკვე დაიჭირეს და ახლა ამხელენ
9. თავისმართლების
10. მიკროფონის, კამერის, თათბირზე სიტყვის გამოსვლის
11. სიკვდილის
12. ტკივილის
13. ჩინოვნიკების
14. ტელეფონის ზარის იმიტომ, რომ ასე ფიქრობს: ვაი, რატომ მირეკავენ, ახლა ცუდ რამეს მეტყვიან
15. ტყუილის თქმის - იმიტომ, რომ ჰგონია, რომ ამხელენ
16. იმის, რომ როდესაც ვიღაცაზე ჭორაობდა, ამ დროს მობილურზე მის ნომერს დააჭირა და „იმან“ ყველაფერი მოისმინა
17. იმის, რომ ვეღარ აიტანს ცუდი ამბების გაგებას
18. ომის
19. სანტექნიკოსების, ზოგადად ხელოსნების
20. სიღატაკის
21. სიკვდილის წინ, რომ ასფიქსია ექნება, აი ამის.
22. უფროსად ყოფნის.
23. და როცა უფროსი იყო, ძალიან ეშინოდა ხელქვეითების.
24. იმის, რომ ახლა რაღაცაზე აზრს კითხავენ, არადა ეს რაღაც არ მოსწონს, ან ჰკიდია.
25. იმის, რომ დათვრა და მთვრალმა პოსტა და თავი მოიჭრა ფბ-ში.
26. ზოგადად სიცოცხლის L((
27.როდესაც ბავშვები ყურმილს არ იღებენ.
შენიშვნა: ნუსხა შეიძლება გაიზარდოს და მასში არ შევა შიშები, რომლებიც თუმოროფობს ცუდი სიზმარივით უკვე აუხდა

4 comments:

  1. ყველასი არა, მაგრამ დიდი ნაწილის გადამკიდე, 2 კვირის წინ წნევა ავიკიდე და კინაღამ გავაფრინე.
    შიში უნდა მოკლა, ოღონდ ძილის წამლით.

    ReplyDelete
  2. ეს ისეთი შიშმცოდნის მიერ შედგენილი ნუსხაა, რომ ყველა მოაწერს ხელს :)

    ReplyDelete
  3. არ გაზარდო ნუსხა,ისედაც ყველაფრის მეშინია რაც ჩამოთვლილია:)

    ReplyDelete
  4. შენ შენი თავი შენივე ხელის გულზე დაგიდია, ფანჯარა გამოგიღია და მზისთვის, ქარისთვის, დღისთვის, ღამისთვის და რაც მთავარია ქვეყნის თვალისთვის უშიშრად მიგინდვია. არ მჯერა შენი შიშების სიის. მხოლოდ ერთია ნამდვილი: შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება(ნაოჭი)

    ReplyDelete