Monday, September 6, 2010

ძალა

ბახ და ძაფი გაწყდა. ყველაფერი, რაც ისედაც ძალიან წვრილ ძაფზე ეკიდა, იატაკზე დაცვივდა და შეგორდა: მაგიდის, საწოლების, ტახტების, კარადების ქვეშ.
-ოი, ოი, ოი
მოკუნტული სილუეტი სკამზე, ხელები მუხლებზე- წინ-უკან, წინ-უკან, წინ-უკან.


- ოი, ოი, ოი.
-რა მოუვიდა ამას? - ტყიდან, გამთენიისას ახლად დაბრუნებული და დაქანცული აგრაფინა კითხულობს.
-ძაფი გაუწყდა - პასუხობს ალოისი.
-რამდენი ხანია ასე ზის?
-სამი დღეა.
-ზღაპრებს აღარ გიყვება?
-არა, სამი დღეა არ მოუყოლია, არც ზოლუშკა, არც წითელქუდა
-და რატომო?
-ძალა აღარა მაქვსო, ძაფზე მეკიდა და გაწყდაო, არაფრის ძალა აღარა მაქვსო
-თუმოროფობ, მისმინე, თუმოროფობ, რა ძალები დაკარგე?
-ოი, ოი, ოი - ხელებით მუხლებს ისრესს: წინ-უკან, წინ-უკან
-მითხარი-მეთქი და შეგიგროვებ
-დილით გაღვიძების, ღამე დაძინების, ტორენტით ფაილის ჩამოტვირთვის, ყავის დალევის, დასვენების,ტკბილ-მწარე მელოდიაზე თვალების დახუჭვის, დაცემინების, დაღლის, წაღიღინების, თავის მოკვლის, , ზღაპრის მოყოლის, თავდაცვის, თავდასხმის, ტაიმერის დაყენების, გადარჩენის, ჩართვის, გამორთვის, ცხვირის მოხოცვის, ჰოუმზე გადასვლის... ოი, ოი, ოი, ოი!
აგრაფინა მუხლებზე დგება და მაგიდის ქვეშ იხედება.
-გიპოვე, ერთი აქ ეგდო
-აგრაფინ, ზღაპრის მოყოლის ძალა უპოვე რა, უპოვე რა, ძალიან გთხოვ, მინდა ძაან!
აგრაფინა თუმოროფობთან მიდის და პატარა, თეთრ მძივს აწვდის.
-ეს რისი ძალაა, ეს გამოგადგება?
თუმოროფობს უხარია:
-ეს  სალათის დაჭრის ძალაა, კარგი ძალაა ესა, ეს ძაან გვადგებოდა.
-ჰოდა, ნუ იცი პანიკაში ჩავარდნა, დაქანცული მოვეთრიე და ნახე, რა დამახვედრე.
აგრაფინა ახლა ტახტის ქვეშ შეცოცდა.
- თუმოროფობ, აქ სამი ძალა გდია: ერთი წითელია და ორი მწვანე.
- მომე, მომე - ეგ ალოისისთვის ტიზერცინის გაკეთების ძალაა, წითელი... ძაფი მინდა, ძაფი, უნდა ავასხა და კისერზე ჩამოვიკიდო
ალოისი ბაჯბაჯით მიდის და ბაწარს აწვდის.
-ნახე, მსხვილია, ნამდვილი სინსილაა, არ გაწყდება, სანამ ვინმე არ დაგწყევლის.
თუმოროფობი წელში სწორდება და ძაფზე მძივების აცმას იწყებს.
-უნდა დავზოგო, ძალიან უნდა დავზოგო, მისხალ-მისხალ შევაგროვო, მარცვალ-მარცვალ... მომე ორი მწვანე ძალა - ერთი მარშრუტკისთვის ხელის დაქნევის ძალაა, მეორე - ღამე ალოისისთვის „შშშშშშშ, კაი, კაი, ალოის ნუ წაიღე ტვინი“ - აი ამის თქმის.
-აჰა შენ ფანჯრიდან გახედვის ძალა და აჰა შენ ყბედობის ძალა.
-მადლობთ, აგრაფინ, მადლობთ. ყველას ვერ ვიპოვით, ვიცი, მაგრამ, არაფერია, დავზოგავ ძაან, ძაან დავზოგავ, დასვენების ძალას დაღლის ძალაში გამოვიყენებ, გადარჩენის ძალას სიკვდილის ძალად ვაქცევ და არაფერია, გამოვიზოგავ
-ზღაპრის მოყოლის ძალა იპოვე, აგრაფინ? იპოვე რა, გეხვეწეეებიიი იპოოოოოვეეეე!

16 comments:

  1. ნანულინკი, გილოცავ საკუთარ ბლოგს! მაგარია! მე წავედი, წამოვედი და მაინც აქ დავტოვე კომენტარი – ეს პოსტი ყველაზე ძალიან მიყვარს.

    ახლა – მარჯვნივ, სურათებსა და სათაურებზე რომც დავაწკაპუნო, არ იხსნება. ასე უნდა იყოს?

    მოკლედ, ჩაუჯექი ახლა და წერე და წერე! ჩვენც ვიკითხავთ და ვიკითხავთ! გკოცნი!

    ReplyDelete
  2. არა,არ იხსნება სურათები, ეგაა, რაცაა. მეც ეს მიყვარს ყველაზე ძაან მზიკო,კი :))

    ReplyDelete
  3. სათაურები იხსნება, მზიკო, კი, დააწკაპუნე და იხსნება - სარჩევია დალინკული

    ReplyDelete
  4. dzalian minda nervebis martvis da shenarchunebis dzala :) aqvs agrafinas neta?!

    ReplyDelete
  5. არა, ქეთევან ეგ ძალა ვეღარ იპოვა, სადღაც ძალიან შორს შეგორდა. რა ვიცი, იქნებ გენერალური უბორკის დროს იპოვოს და მოგცემს შენ - მაინც უკვე იმდენი ხანია მაგ ძალის გარეშე არსებობს, გაძლებს კიდევ :))

    ReplyDelete
  6. უიიი, ქეთ, შენა ყოფილხარ? :))))

    ReplyDelete
  7. ნანა, ეს რა გაგიკეთებია... როდის მოასწარი? როლანდს პატიჟებდი და მე შემოვვარდი:))) არ ამთავრებ ადამიანების გაოცებას? ვინ ხარ! მაიცა, გავიდე ბოლოში

    ReplyDelete
  8. მტკივნეულად კარგია!

    ReplyDelete
  9. ოოო ეს ვიცი და ახლაც რა მაგარია :))
    მიხარია, აქაც რომ დადეთ :)

    ReplyDelete
  10. აღფრთოვანებული ვარ.-ძალა აღარა მაქვსო, ძაფზე მეკიდა და გაწყდაო,
    წერე და წერე.

    მედიკო ანონიმი

    ReplyDelete
  11. -ნახე, მსხვილია, ნამდვილი სინსილაა, არ გაწყდება, სანამ ვინმე არ დაგწყევლის.:))))))))))))))

    ReplyDelete
  12. ეს ისეთი იშვიათია.. ..როცა ტექსტი გასაგებია, აქტუალურია ყველა დროის ადამიანისათვის...დიდი ხანია გასცდით განცდათა სამყაროთი დროსა და სივრცეს და კიდევ ათას პირობითობას

    ReplyDelete
  13. მეც შემომელია და შემომეფანტა ძალა (ძალები), სურვილი, საფიქრიც შემომელია თუ გაიფანტა? იქნებ არც მქონია. დასიცხულიი ჩრდილს, რომ შეფარებ თავს და შტერდები, ირინდები, ქვავდები. აი, ზუსტად ასე ვარ.

    ReplyDelete
  14. არჩილ ჩხეიძეJune 16, 2011 at 6:04 PM

    წერის ძალა არ გამოგილიოთ ღმერთმა = ))

    ReplyDelete
  15. weris dzala sinsilastan ertad gadaaxvie rom ar gawydes tore davigupebi(naochi)

    ReplyDelete