Monday, April 4, 2011

პასუხის-გება



-რა გქვია?
-თუმოროფობი.
-რისი გეშინია?
-ბევრი რაღაცის.





-მაინც?
-საფრთხის, რომელიც ბავშვებს ჩაუსაფრდა.
-კიდევ?
-მოკლევადიანი კონტრაქტების.
-კიდევ?
-ისეთი სიღატაკის, როდესაც ვერავის ვეღარაფერს ჩუქნი.
-სიკვდილის?
-სიკვდილის -  აღარ, მარტო - სიცოცხლის.
-რისი გეშინოდა?
-სიკვდილის
-კიდევ?
-თათბირების და თათბირებზე სიტყვით გამოსვლის.
-კიდევ?
-კიდევ რომ მოხუცებულ მშობლებს ვერ მოვუვლი - სხვისი სხეულის შემეშინდება.
- როდის ხუჭავ თვალებს პათეტიკურად?
-როცა დერეფანში უცებ კედელზე, ჩამავალი მზის ზოლში მოშრიალე ხის ჩრდილი გამოჩნდება და გგონია, რომ მოახლოებული საფრთხე არ არსებობს და გარშემო უხიფათო ყოველდღიურობაა, როგორც ბავშვობაში
-კიდევ?
-მპ3-ში ტკბილ-მწარე მელოდიას რომ ვუსმენ.
-კიდევ?
-კიდევ თუ ძალიან მეძინება :)
-როდის გქონდა ყველაზე სავსე წუთები?
-როდესაც მომაკვდავის საწოლთან ვიჯექი.
-გაგიჟდი?
-ალბათ, გავგიჟდი, კი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ამ დროს მხოლოდ „მთავარი“ რჩება და „გასაგები“ რჩება და სურათი სუფთაა, წვრილმანებით დაუბინძურებული და შენს მომავალ სასიკვდილო სარეცელს ურიგდები და გიყვარდება.
-რას მიაღწიე ცხოვრებაში?
-ცხოვრებაში? ყველაზე მთავარს, უმთავრეს „მიღწევას“ ახლახანს მივაღწიე :) - დედას ჩასვრილი საფენი ზიზღის გარეშე გამოვუცვალე და ზიზღის გარეშე დავბანე. მაგარი იყო, დედას გეფიცებით. ესაა ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამიკეთებია და რასაც ვაკეთებ. ვზივარ გეთსემანეს ბაღში და ვცდილობ ვიფხიზლო! და როცა გვერდზე მივუწვები, იმ სარკმელს ვხედავ, რომელსაც მეც დავინახავ და ეს არაა ყველაზე ცუდი, რაც დამემართება, სულაც არა - მშვენიერი ხედია და სურათიც დაწმენდილია.

14 comments:

  1. როცა დერეფანში უცებ კედელზე, ჩამავალი მზის ზოლში მოშრიალე ხის ჩრდილი გამოჩნდება

    ReplyDelete
  2. ვაიმე რამდენი დამთხვევა ჩემთან!!!
    "სიღატაკის, როდესაც ვერავის ვერაფერს ჩუქნი"
    "თათბირების და თათბირებზე სიტყვით გამოსვლის."
    "მოკლევადიანი კონტრაქტების."
    და კიევ ბევრი რამის.

    ReplyDelete
  3. მართლა? :)))გამიხარდა :)))

    ReplyDelete
  4. ეს ბლოგი ახლა აღმოვაჩინე. დათო ზურაბიშვილის ფბ-სა და ბლოგში გქონდა(თ) კომენტარები დატოვებული.

    კი, მართლა. და არადა რა ცუდია ეს შიშის გრძნობები. :((

    მიყვარს ნაცრისფერი და როგორი სადა და ლამაზი ბლოგია.
    დავამატე გუგლ რიდერში.

    ReplyDelete
  5. მადლობთ, ქეთი რატომღაც არ მიყენებს Follower-ების გაჯეტს, ხომ არ იცით, რატომ?

    ReplyDelete
  6. უი რატომ???
    წესით უნდა გიყენებდეთ.
    ერთი წუთით ჩემსაში ვნახავ.

    ReplyDelete
  7. შეგაწუხეთ, მადლობთ

    ReplyDelete
  8. არა, რა სისულელეა.

    გაჯეტებში Configure Followers List ეს უნდა გაააქტიუროთ.

    ReplyDelete
  9. ოკ, ვნახო. მადლობთ

    ReplyDelete
  10. auuu, ძაან შეგაწუხეთ... ნერ ვპოულობ. ზუსტად სად უნდა ვნახო ეგ ოფცია? სეთინგებში, თუ სად?

    ReplyDelete
  11. საქმეც ისაა, რომ არ აქტიურდება - ყველა გაჯეტი აქტიურდება ამის გარდა. რაღაც ერორის გასწორებას მთხოვს :(

    ReplyDelete
  12. თუ გინდათ, შევალ და ვნახავ რა ერორია.

    ReplyDelete
  13. ეჰ მეც მინდა შენნაირად არ მეშინოდეს :)

    ReplyDelete
  14. sikvdilisa mashin ar geshinia adamians,roca ukan moxedvisa agar shegeshindeba...arada ra martivia icxovro ise, rom ukan moxedvis ar shegeshindes

    ReplyDelete