Saturday, September 25, 2010

ნეკი ნეკისაააა, შერიგებისააა!

როდესაც მონიკა ბელუჩის გაეღვიძა, უკვე რიგიანად იყო გათენებული. პროცესორმა ჩატვირთვა იწყო და ბელუჩის  ძალიან გაუხარდა, რომ ბელუჩია. გარეთ მზე ანათებს, ის ახალგაზრდაა, ჯანმრთელი, ცნობილი, ნიჭიერი, მდიდარი, სასურველი, მოხდენილი, მშვენიერი... პროცესორი გაიჭედა და ცნობიერება დაეკიდა.



ვიღაცამ, უხილავმა Ctrl –Alt-Delete-ს დააჭირა თითი, მერე Start Task Manager-ს და ბოლოს Restart-ს.
პროცესორმა პროცესი თავიდან დაიწყო. Resuming Windows  დასრულდა და თუმოროფობი ჯერ იმას მიხვდა, რომ რომ მისი „ბელუჩობა“ სისტემის ერორი იყო და მერე იმას, ვინაა რეალურად.
გარეთ მართლა მზე ანათებდა, მაგრამ ის იყო ბებერი, სტკიოდა ზურგი, ნიჭის რა მოგახსენოთ, სიმდიდრე არა ისა, ცნობილობა ეკიდა, სასურველობა აღარ აინტერესებდა, მოხდენილობაზე რა გითხრათ და მშვენიერება არ მიხსენოთ.
თუმოროფობი საწოლში წამოჯდა: წელი და კისერი, წელი და კისერი, წელი და კისერი... მაინც გასწორდა მარცხენა ნეკი მარჯვენას ჩაჰკიდა და დაიწყო:
-ნეკი ნეკისა, შერიგებისა, ვინც გაიბუტოს, ჭირი იმასა! ჭირი არ მინდა, სიცოცხლე მინდა, ამხანაგებთან თამაში მინდა.
ცოტა ხანს გაჩერდა, ჩაფიქრდა, თავი გაიქნია, მერე ისევ ჩასჭიდა მარცხენა ნეკი მარჯვენას და ისევ დაიწყო:
-ნეკი ნეკისა, შერიგებისა, ვინც გაიბუტოს, ჭირი იმასა! ჭირი არ მინდა, სიცოცხლე მინდა, ამხანაგებთან თამაში მინდა.
- ამან სულ გარეკა? რას აკეთებს, ალოის, ხომ არ იცი? - ჰკითხა აგრაფინამ ალოისს.
-საკუთარ თავს ურიგდება და არაფერი გამოსდის. დღის ორ საათამდე ასე იჯდება საწოლზე. ჰო, გარეკა საწყალმა. ნუ, რას გააწყობ!
-ნეკი ნეკისა, შერიგებისა, ვინც გაიბუტოს, ჭირი იმასა! ჭირი არ მინდა, სიცოცხლე მინდა, ამხანაგებთან თამაში მინდა.

No comments:

Post a Comment