Tuesday, December 14, 2010

სტოპკადრი



-გარდაცვალების დღეს გილოცავ, ალოის.
-და მაინცდამაინც დღეს რატომ მილოცავ?
-არა, იცი, რას გილოცავ? ახალი თარიღი გაჩნდა შენს ცხოვრებაში.

-და ჩემი ცხოვრება რა შუაშია, რო?
-ნუ ჩემს ცხოვრებაში. წინათ 4 დეკემბერს ვაბშე ვერ ვამჩნევდი, ახლა სანამ მოვკვდები, 4 დეკემბერი უნდა აღვნიშნო ხოლმე
- ჰოოო...
სიჩუმე სრული. მერე თუმოროფობი ისევ იწყებს:
-ისადა, იცი რა უნდა მეკითხა?
-აბა რა ვიცი.
-ახლა, სადაც შენ ხარ, იქ ხომ დრო არ არის, არა? მარადისობაა...
--მერე?
-მერე, ე.ი. მანდ არაფერი არ ხდება, ხო? ნებისმიერ მოძრაობას ან ქმედებას ხომ დრო სჭირდება, ანუ დროში ხდება... ნებისმიერი მოძრაობა ხომ იწყება, მიმდინარეობს და სრულდება, არა?
-მერე?
-ჰოდა, მარადისობაში როგორღა უნდა იმოძრაო? ანუ, მისმინე, მანდ ერთი უსასრულო სტოპკადრია?
-რა ყბედი ხარ, თუმოროფობ - საშინელი...
-მითხარი, რა მოგივა.
-აბა როგორ გითხრა, იმისთვის, რომ რაღაც გითხრა, თქმა უნდა დავიწყო, გავაგრძელო და დავასრულო, ანუ დროში ვიმოძრაო, მე კიდევ დრო აღარ მაქვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დრო ცოტა იყო და გათავდა.

4 comments:

  1. ვაჰ...
    შედევრი.

    ReplyDelete
  2. მე კიდევ დრო აღარ მაქვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დრო ცოტა იყო და გათავდა. - great

    ReplyDelete
  3. უსასრულო სტოპკადრია. стоп кадр-это остановись мгновение?
    მედიკო

    ReplyDelete
  4. მათე–მაიკოDecember 24, 2011 at 12:43 PM

    ,,მე კიდევ დრო აღარ მაქვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დრო ცოტა იყო და გათავდა.''
    იცით, ქალბატონო ნანა, ახლა აი, აქ, ამ ნაწერის კითხვისას, აღმოვაჩინე, რომ დროის არ ქონასაც თავისი დრო აქვს, ანუ თქვენ საოცარი წუთები მაჩუქეთ...დროის სულ ქონის წუთები,რომელიც თითქოს არასოდეს არ გაქვს,მაგრამ თუ ამაზე ფიქრს დაიწყებ, გაგიჩნდება..... დიდი მადლობა:)

    ReplyDelete