Tuesday, September 14, 2010

დაღლილობა

თუმოროფობი ძილში უფრო იღლებოდა, ვიდრე ცხადში. არა, ასე არასწორი იქნებოდა თქმა, ასე აჯობებს: თუმოროფობი ჯერ ძილში იღლებოდა და მერე ცხადში.

მოკლედ, დილით გაღვიძებულს, საწოლი აწეწილი ხვდებოდა, თავი საწოლის ქვეშ ეგდო, მარჯვენა ხელი - საწოლთან, იატაკზე, მარცხნივ, მარცხენა ხელი -  კიდევ სადღაც უფრო შორს. ფეხებს დიდხანს ეძებდა ხოლმე და ბოლოს ჯანდაბაში პოულობდა, სულ არ ენახა, ის ერჩივნა. მოკლედ, იწყებდა სხეულის აწყობას: ჯერ თავი, მერე ხელები, მერე ფეხები... ძლივს აითრევდა წელს და სააბაზანოში წალასლასდებოდა. ისეთი დაღლილ-დალეწილი იყო, სულ უნდოდა, თვალები პათეტიკურად დაეხუჭა და ასე ეგოდა (ეგოდა რაღა ჯანდაბაა?): დავიღალე, ვაი, ვაი, როგორ დავიღალე, ღმერთო, როგორ დავიღალე!
სადღაც დღის ორი საათისთვის ძილის დაღლილობა უკან იხევდა და მას დღის დაღლილობა ანაცვლებდა. იცით, როგორ ანაცვლებდა? მიქშერით, აი როგორც კინოში - ჯერ რომ ძველი კადრი ჩანს, მაგრამ ზევიდან ახალი ედება და ნელ-ნელა ძველი კადრი ქრება და ახალი რჩება - აი ზუსტად ასე!
-იცი რატომ გემართება ასე? უკვე ძალიან დაღლილი დაიბადე. საშოში იმდენი იბრძოლე გადარჩენისთვის, არაქათიც გაგძვრა, სიქაც და ილაჯიც გაგიწყდა. იხტიბარიც გატეხილი გქონდა, ღია მოტეხილობა გქონდა იხტიბარის. მერე კი სიქაც აღგიდგინეს თითქოს, ილაჯიც დააკერეს და იხტიბარზეც დაგადეს თაბაშირი, მარა რად გინდა - სვეჟი არც ერთი აღარ იყო - უხსნიდა ალოისი თუმოროფობს მისი დაღლილობის მიზეზს - თან არაქათს ვერ მოუხერხეს ვერაფერი, ძალიან იყო დაზიანებული და გაეშვნენ. მისმინე, იქნებ დაისვენო როგორმე?
-არ გამომდის, ალოის, წინათ კიდევ გამომდიოდა, ახლა აღარ გამომდის. არ გამომდის მაგალითად ოთახში სიჩუმეში ჯდომა, გარინდებაში და იმის ყურება როგორ თამაშობენ მტვრის პაწაწინა ნამცეცები მზის სხივში...  ვუყურებ და ვერა ვხედავ მონიტორზე კი  ამ დროს ასეთი რამე იწერება: Lens error, please restart your device!
- არაა კარგი ამბავი... მთავარი საქმე გაქვს გადასაგორებელი და ძალები უნდა დაზოგო, გენაცვალე. ხომ არ გავიწყდება, რომ უნდა მოკვდე და ასე გადაღლილი როგორღა მოკვდები? შეიძლება ძალა არ გეყოს, მაგას დიდი ძალა სჭირდება
-მეც მაგის არ მეშინია, ალოის? ძალიან მეშინია, რომ ვეღარ მოვკვდები... ცურვაზე მაინც გეტარებინე თავის დროზე, ამბობენ, ცურვა კარგად ასვენებსო
-რა ვი, ვერ მოვაბი თავი, მართალი ხარ, ჩემი ბრალია.
აგრაფინა ვულფი კი ამ დროს საგუშაგოზე იდგა და სამყაროს დარაჯობდა. ქარი შრიალებდა, შემოდგომის დილის გრილი ქარი. თენდებოდა და ღმერთს განათების ყველაზე დახვეწილი პრიბორები ჰქონდა ჩართული, მაგრად მუშაობდა ფილტრებით, ძაან პროფესიულად. მთებზე ღრუბლების მზიანი ჩრდილები ისეთ ნახატს ქმნიდა, გული გაგიჩერდებოდა. არა, კარგად უდარაჯა აგრაფინამ სამყაროს - ზუსტად ისეთს გადააბარებდა ბესოს, როგორიც წინა ღამით დაუტოვა იმან მიღება-ჩაბარების აქტით. მართალია, სადღაც 155060 ადამიანმა სული დალია ღამით, მაგრამ სამაგიეროდ დაახლოებით 217,212 გაჩნდა... ასე რომ ვსიო პუწიომ, ვსიო პუწიომ!

10 comments:

  1. ragac chamitria shignit am saubarshi,am yvelaperma...chem tavze agviqvi ratomgac...ara ratomgac ara...albat kitxvisas uceb shevprindi shignit....es ucabedad moxda...

    ReplyDelete
  2. ici vitomvitom shvelis cotamagas....vitomchveulebrivad ecevi, vitom chveulebrivad gatenda, vitom chveulebrivad adugda chaidani, vitom yvelaferi chveulebrivadaa.... anu vitom shentanac isea yvelaferi, rogorc ucxo adamianebis fanjrebshi rom sheixedav dagamebulze da ggonia,rom ik yvelaferi chveulebrivad da kargadaa.... sheni fanjarac vigacistvis egetia da sheecade is vigac gaxde da shen fanjarashi sheixedo cumad da televizoris shuqis cimcimit daaskvna rom amattan yvelaferi idealurad rutinulia....me egre vcilob xolme.... xandaxan aivanze gavdivar daje,xandaxan chais vsvam da nu vitomc ak araferia raaaa.....sheecade carmoidgino da cotas gishvelis

    ReplyDelete
    Replies
    1. me da chemi dzma martoebi viyavit saxlshi 7 da 8 wlis, dgec da gamec roca deda morige iyo, es ar momwonda magram zamtarshi ormagad autaneli gaxda, mec avdeqi da chaidani cecxlze shemovdgi, vaduge da vaduge, sanam ar dashra, me ki vijeqi da daortqlil fanjrebs vuyurebdi, ase iortqleboda chveni fanjrebi, roca deda saxlshi iyo da samzareuloshi sadils amzadebda, es iluzia albat mshvelida

      Delete
  3. space makvs gachedili da sityvebs shoris adgils ver vtoveb xandaxan sorry

    ReplyDelete
  4. ღია მოტეხილობა გქონდა იხტიბარის..
    genialno :))

    ReplyDelete
  5. მადლობთ, დზმებო, მახარებთ.
    ვითომ-ვითომ-ის მცდელობაა აგრაფინობანას თამაშიც. კი, ძალიან შველის, უებარია, ვიცი :)))

    ReplyDelete
  6. bravooooooooooooooooo :* :)

    ReplyDelete
  7. ნაან, პირველი აბზაცი კაარგი პახმელიისაა:)))

    ReplyDelete
  8. ....ისე ღმერთის სამუშაო ყველაზე საყოვედღეო და ,..მოსაწყენია'', თუ დააკვირდებით და ასე შეხედავთ.... ჩვენც თუ მას მივბაძათ.... მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  9. განა იძინებს თუმოროფობი? დღე ხომ არ ძინავს და არ ძინავს, ღამე კიდევ ,როცა შენ გძინავს ორმაგად ფხიზლობს, რომ შენ ძალიან არ ჩაგეძინოს,სიფხიზლე კი მოგეხსენება ღვიძილზე უფრო მეტად ძნელია. მე შენ არ გიცნობ, მაგრამ ასეთი მგონიხარ.

    ReplyDelete