Tuesday, July 13, 2010

ბებია ალოისის თავგადასავლებიდან.

ალოისს გაეღვიძა და ეგრევე მიხვდა, რომ დააგვიანდა. სანამ ჰარდდისკი ბოლომდე ჩაეტვირთებოდა, ბუნდოვნად ახსოვდა, რომ სადღაც ეჩქარებოდა... სკოლაში?... რა დებილია, რაღა თქმა უნდა, ინსტიტუტში.

ისე წამოხტა, რომ გული გაუხდა ცუდად. ცოტა ხნით ისევ ჩამოჯდა. მეზობელი ოთახიდან ვიღაცის ხვრინვა ისმოდა. გაუკვირდა. კარი გააღო - აააა დედამისი. ნახე შენ, როგორ სძინავს!
-დეეეე, დეეეეეე!
- რა გინდა, რა გინდა, დედა, არ დამასვენებ, ადამიანოოო, ვააა არ მომკლა ამან!
-დედიკო, ლექციებზე დამაგვიანდა, ვაიმე, საშინლად დამაგვიანდა.
-რა ლექციები, ქალო, გაგიჟდი შენა? 25 წელია პენსიაზე ხარ.
-პენსიაზე?
- ჰო, პენსიაზე, აბა რა!
-პენსიაზე?
-წადი რა დაწექი, დაწექი, ჯერ 5 საათია... დამაცადე რა, ცოტა დამაცადეეეეეეეეე, შენ სიბერეს უნდა გადამაყოლო? ვეღარ ვიტან ამდენ უძილობას, ვერა, ვერა, ვერა, ვერა!!!
-და რამდენი წლისა ვარ?
-რამდენის და 81-იიიის!!!
-81-ის.....

სავსე მთავრე იყო და პოლკოვნიკი ტყეებში დათარეშობდა, თორემ ნაღდად შეუძახებდა გამოშტერებულ თუმოროფობს: ”ჟეეეეეეეენშინაააააა, ჟეეეეეეენშინა, ვი კუდააააა, კუდაააა ვიიიიი, უ ვას შტო კრიშა პაეხალა, შენ გესმის რა უქენი ახლა? შენ გესმის რა გადაიტანა? შემოდგომის მზიან დილას 18 წლის გოგონას განცდით გაეღვიძა, იმედებითა და ფორიაქით სავსეს, შენ კი პირდაპირ მიახალე მიხრწნილი მოხუცი ხარ, მიხრწნილიო..”. მერე ბებია ალოისს რამე-რუმე დასაწყნარებელს ეტყოდა, პირს ფართოდ გააღებინებდა და ენაზე ტრუქსალს დაუდებდა.

7 comments:

  1. საოცარი განცდა დამეუფლა......თითქოს მომავლისა თუ?... წარსულის? არ ვიცი..... მიკრო-კადრებს ვუყურებდე.....დრო აქ გაჩერებულია...და თან მაინც ბრუნავს......:) მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  2. ტრუქსალი კი მენდელეევის ქიმიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი. სასწაულებს იგი ვერ მოახდენდა...შემოდგომით, გვიან შემოდგომით გაზაფხულის განწყობით რომ გაგეღვიშება - ეს ხომ სასწაულია, აბა რა არის, თომოროფობ? და კიდევ, იცი, რა არის სასწაული? ამას რომ შეამჩნევ და არ გეჩოთირება...... უ მენია კრიშა პაიეხალა!!!

    ReplyDelete
  3. რა მაგარია, ანონიმუს, კარგია, კოგდა კრიშა ედეტ :))) თუმოროფობი ვარ, ექაუნთზე შესვლა მეზარება და იმიტომ ვწერ, როგორც ანონიმი :)))))

    ReplyDelete
  4. ძალიან ძლიერი და დამთრგუნველია...

    ReplyDelete
  5. 81-ის.....
    :( რა კარგია, როცა კრიშა პაეხალა :) მძიმე დროც რა კარგი გასახსენებელია.

    ReplyDelete
  6. თაკო ვარ, კაკაბაძე :)

    ReplyDelete
  7. ეს ამბავი მართლა მოხდა, აი თაკომ იცის. ვერაფრით ვერ გამოვფხიზლდი, ძილიდან ვეჩხუბებოდი. უამრავი საშინელი რამ ჩამიდენია, მაგრამ ასეთი სისასტიკე, ალბათ, არასდროს. მერე რომ წარმოვიდგენდი, როგორ გავუხეთქე გული, სიკვდილი მინდოდა.მე დედამისი ვეგონე, თვითონ პატარა გოგონად მიაჩნდა თავი - ვაი, ვაი, როგორ შეეშინდებოდა

    ReplyDelete