Wednesday, August 18, 2010

ჰერმენევტიკა



-აღარ მთავრდება ჩვენი მოო...
- რაო, ალოის?


- აღარ თავდება ჩვენი მოთ...
-ვერ გავიგე, ალოის, კარგად მითხარი, აბა გენაცვალე, გამიმეორე.
-აღარ თავდება ჩვენი მოთხრ...
-არ გამიბრაზდე, ალოის, ვერ გავიგე ისევ. ოღონდ კიდევ ერთხელ მითხარი და დედას გეფიცები, გავიგებ.
- აღარ თავდება ჩვენი მოთხრობა?
მერე,როცა თუმოროფობმა ეს ამბავი აგრაფინას მოუყვა, აგრაფინამ ხელი აუქნია და უთხრა:-შენ კიდევ რა მოგივიდა. მაგის ყველა რეპლიკას კრიპტოგრამასავით კითხულობ და შიფრავ, კაი რა!
-მე გეუბნები, ეს უბრალო სნეულება არ არის,გესმის თუ არა? რაღაცას გვეუბნება-მეთქი ამით
- ჰო, ნუ რა გიყო, დაიჩემე და ჩაიხვიე, ამას აღარაფერი ეშველება.
-აღარ მთავრდება ჩვენი მოთხრობა?
- აი, ისევ კითხულობს, მიდი, უპასუხე, აგრაფინ, მიდი და უპასუხე.
-აღარ მთავრდება ჩვენი მოთხრობა?
ჩაბნელება და ხმის მიქშერი :))

5 comments:

  1. ara, ar mtavrdeba.... spiralze wava.. iqneba sprodolzheniem da bez konca. avtorma romc ar daweros,ramdeni axali mkiTxvelic waikiTxavs,imdenjer gagrZeldeba shenimotxrobas,alois.... ukvdavebas unda sheechvio...maradiulobas ufrosworad

    ReplyDelete
  2. მეც ასე მგონია, ეს უბრალო სნეულება არ არის, მაგათი ანტენები ისეთ ”ადგილებს” იჭერენ, ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება

    ReplyDelete
  3. სულ ვშიფრავთ და ვშიფრავთ ერთმანეთის ნათქვამს და ყველგან ჩვენსას ვკითხულობთ

    ReplyDelete
  4. ნანა, შენი ტექსტების გამო ვფიქრობდი ჩემთვის... ხომ არის ღრმად აზროვნება, - აზროვნება შიგნიდან, გონების სფეროდან. მაგრამ არის აზროვნება აზროვნების, გონების გარეთ. ძალიან ღრმააზროვან, ჭკვიანურ და, უბრალოდ, გენიალურ აზრებს შორის ეს სხვაობაა: საიდან წერ; გასვლა საჭიროა: ,,გარედან“ საგნები სხვაგვარია. მეტი (სრული) ცოდნისათვის ეს საჭირო (შე)ხედვაა. გენიალური ტექსტი აზროვნების გარეთ აზროვნებაა,- გაღმიდან (შემო)ხედვაა. დროის გარეთ რაც იწერება, ბოლომდე ვერასოდეს გაიხსნება დროში. არა იმიტომ, რომ რთულია, გაუგებარია, არამედ იმიტომ, რომ მარადიულად მყოფია ისეც და არაფერს საჭიროებს არსებობისთვის. მეტია, ვიდრე ნებისმიერი მოთხოვნა.... სიყვარულსა და ლიტერატურაში, კიდე, ყველაზე ლამაზი და ნამდვილი ელემენტი გაუგებრობაა. ერთიცა და მეორეც ამით ფასობს. ამიტომ ასეთი გაუგებრობა უნდა დარჩეს კიდეც გაუგებრობად, ელემენტარულ გაუგებრობად, -დაუნაწევრებელ, წმინდა ელემენტად. სამწუხაროა, რომ ეს ასე ცოტაა. ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც.
    მიყვარს შენი ტექსტები ამ ელემენტარული გაუგებრობებით...

    ნანა

    ReplyDelete
  5. neta yvelaze ase moqmedebs es teqstebi tu marto me gavgijdi? tvalebis magier teleskopebi gaqvs mgonia da ase kargad imitom shegidzlia wylit savse chiqashi wyalic dainaxo, mzis sxivic da varskvlavis mtveric. gospodi mec minda ase(naochi)

    ReplyDelete