Thursday, May 19, 2011

არითმეტიკა

„სიბერე ტრაგიკული დროა,“ ფიქრობდა თუმოროფობი, „ზნეობრივად სუფთა, მაგრამ ტრაგიკული და მუნჯი იმიტომ, რომ ახალგაზრდობისგან განსხვავებით, სიბერე არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე - სიბერეზეც ახალგაზრდები ლაპარაკობენ.
"არადა,  სიბერეს მხოლოდ სიბერე გაუგებს - Подступай к глазам, разлуки жижа, сердце мне сантиментальностью расквась!"
ასე ფიქრობდა თუმოროფობი და აჯამებდა და აკლებდა და ყოფდა და ამრავლებდა წარსულ ცხოვრებას და მომავალ სიკვდილს.
მზიან ჩრდილებს + 16 წელი= 25 მაისს, ანუ ბოლო ზარს სკოლაში და დამფრთხალ მზერას უცნობ მომავალში.
4 დეკემბერს - სიმიონოვნა = იქსს, უცნობს, უსახელდებო რაობას.
6 X (23 + 15 ) = სამ ახალგაზრდობას, ბოხხმიანს, სქელთმიანს და თხელკანიანს და სამ სხივს.
17 ოქტომბერი : მოულოდნელობაზე = პაპა კარლოს.
დრო=წარსულს + წარმავლობა+წარსულობა
აი ასე ატარებდა უძილო ღამეებს თუმოროფობი, მლაშე სველი ლოყებით, ბალიშის მიერ დატოვებული ღრმა ღარებით სახეზე, ღარებით, რომლებიც აღარასდროს ქრებოდა და აჯამებდა, ყოფდა, აკლებდა, ამრავლებდა და ყოველთვის იმას ფიქრობდა, რომ სიბერე ტრაგიკული დროა, ზნეობრივად სუფთა, აკურატული, დაწმენდილი, მაგრამ აშკარად ძალიან ტრაგიკული, ჩტო ი ტრებოვალოს დაკაზაწ.

11 comments:

  1. სიბერე საშინლად ტრაგიკული დროა...
    სულ მაინტერესებს ყველა ამას განიცდის ჩვენს ასაკში? მხოლოდ წარსულზე და მომავლა სიკვდილზე ფიქრი ძალიან ძნელია. ვთქვათ, და კიდევ 10 წელი ვიცოცხლე, ასე უნდა ვიწვალო?

    ReplyDelete
  2. ერთადერთი თავშესაფარი ისევ საკუთარი თავია.
    შემოქმედება,იდეები,საყვარელი საქმე,ოჯახი,მეგობრები-რეცეპტები ბანალური და ცნობილია,ხომ?:)
    მაგრამ რაცა გვაქვს-ესა გვაქვს,ესეც არაა ცოტა.
    ვეძ პაბეჟძიონიე ნე ვიბირაიუტ...:)

    ReplyDelete
  3. როცა ამ პოსტებს ვკითხულობ, იმის გარდა , რომ ძლიან მომწონს, კიდევ იმაზე ვფიქრობ, რომ ასაკით შედარებით დიდი ავტორები იშვიათია ბლოგზე და რა კარგია, რომ შვილებს შეუძლიათ დედის ჩანაწერები ასე იკითხონ. მომინდა დედასაც ეწერა ასე, ან ბებიას :) და ნეტა მე თუ დავწერ მერეც და ჩემებიც თუ წაიკითხავენ ჰაჰ

    ReplyDelete
  4. აი ასე ატარებდა უძილო ღამეებს თუმოროფობი, მლაშე სველი ლოყებით, ბალიშის მიერ დატოვებული ღრმა ღარებით სახეზე, ღარებით, რომლებიც აღარასდროს ქრებოდა და აჯამებდა, ყოფდა, აკლებდა, ამრავლებდა და ყოველთვის იმას ფიქრობდა, რომ სიბერე ტრაგიკული დროა, ზნეობრივად სუფთა, აკურატული, დაწმენდილი, მაგრამ აშკარად ძალიან ტრაგიკული, ჩტო ი ტრებოვალოს დაკაზაწ.

    ვითომ მარტო ტრაგიკულია...ხანდახან ხომ ძლიერ მღელვარე და კომიკურიცაა, თუნდაც ამ ,,გამოთვლებისა'' და გამო, არა?... გმადლობთ.
    მათე-მაიკო.

    ReplyDelete
  5. vai, am angarishma gamagiJa da bolo momigho... Nana,erTxel bebia lilis davuuwere. sibere damatebiTi dro aghmochnda-meTqi misTvis...anu sibereshi sheedzlo ekeTebina yvelaferi, rac axalgazrdobashi ver moaswro...magram aghar undoda...:((]

    ReplyDelete
  6. სარჩევში "არითქმეტიკა" წერია, აქ "არითმეტიკა". მაგარია "არითქმეტიკა".. თუ შემთხვევით გამოიპარა კიდევ უფრო მაგარი ^_^

    ReplyDelete
  7. Emili
    ხო, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ შენს "ჩაღრმავებებში" სხვასაც მიიყოლებ, ნანა...

    ReplyDelete
  8. Emili
    ნანა, წაშალე, თუ შეიძლება, ეს კომენტარ აი, აქ უნდა გამეკეთებინა... http://tomorrowphobia.blogspot.com/2011/01/blog-post_09.html?spref=fb...

    ReplyDelete