Saturday, March 17, 2012

თუმოროფობის დღიურებიდან

გარკვეული ასაკის მერე, რეტროსპექტულად დროის მდინარება ისეთ გასაოცარ ტემპს იძენს, რომ მისი დაყოფა წარსულად, აწმყოდ და მომავლად აღარ გამოდის. ყველაფერი აწმყოა და ამიტომ ჩემი სიკვდილიც უკვე შემდგარი ფაქტია, იქვეა სადღაც, ჩემი დაბადების გვერდით. თითქოს ფაილს სახელით tomorrowphob’s life ვიღაცამ კომპრესია გაუკეთა და ასე მინიმუმამდე შემცირებული დატოვა სადღაც, გიგანტური სერვერის რომელიღაც სეგმენტზე.

No comments:

Post a Comment