Thursday, June 2, 2011

ბეწვი

უჯრედებამდე დაღლილმა თუმოროფობმა, ნეირონებამდე დაქანცულმა, გულზე ხელები მიცვალებულივით დაიკრიფა, თავი ჩაქინდრა, თვალები პათეტიკურად დახუჭა (ასე სჩვეოდა) და აღმოაჩინა, რომ ასე ყველაზე კარგად ისვენებს, ყველაზე კარგად.

ყოველდღიურობაზე მონადირე თუმოროფობს ამ ნადირობამ სიქა გააძრო. ვერაფრით ვეღარ მოიხელთა ვერც ზაფხულის შუადღე, ვერც ზამთრის მყუდრო საღამოები, ვერც გაზაფხულის სიხარულიანი გაღვიძებები, ვერც შაბათ-კვირის ხმაურები. ყველაფერი ბეწვზე ეკიდა, წვრიიილლლ, წვრიიილ ბეწვზე - თითოეული ბუჩქი და კატა, ყოველი ადამიანი და არადამიანი, ყოველი კაცი და არაკაცი.
დარწმუნებული იყო, მისთვის ჩვეული უცნაური დარწმუნებით, რომ ყველაფერი აუცილებლად დაბრუნდებოდა: დიდი ოჯახური სადილები ბავშვობიდან, აივანზე, სიცხეში გატარებული დღეები და მზის სუნით გაჟღენთილი რკინის მოაჯირები, ყმაწვილქალური ფორიაქი გულ-მკერდის მიდამოებში, გახამებული, გაუთოებული ფორმის სუნი და სკოლის სიძულვილი ზამთრის მოქუფრულ დილებში... მაგრამ ახლა თვალნათლივ ხედავდა როგორ წყდებოდა ბეწვი, რომელზეც ეკიდა და ამ „სანახაობას“ თვალს ვერაფრით აცილებდა.

5 comments:

  1. http://www.youtube.com/watch?v=SCR6T7vhOas&feature=related

    ReplyDelete
  2. მინდოდა გაგრძელებულიყო :)

    ReplyDelete
  3. შემზარავი სანახაობით მონუსხვა მხოლოდ ვის შეუძლია, დავო? შენ ხომ იცი? ბავშვებს... საოცრად გულწრფელ და წესიერ ბავშვებს...

    ReplyDelete
  4. სამყაროში მარად მოფორიაქე ადამიანი არ იცვლება, ქალბატონო ნანა, ყოველთვის ბეწვზე ეკიდა,ასე იქნება უზენაეს ნებამდე....

    ReplyDelete
  5. ბეწვზე ჰკიდია.... და რა ძლიერია ზოგჯერ ეს ბეწვი, ყველაზე მსხვილ ჯაჭვს სჯობნის, რადგან წარსულის საოცარი სურათები..ესაა ის, რისთვისაც თითქოს ცხოვრობ, ანუ ელი და რომ გაივლის, წინ რომ გგონია და უკანაა უკვე და ამით ძვირფასია...... მათე-მაიკო.

    ReplyDelete