Friday, September 10, 2010

***


მარშრუტკაში ოცი მომაკვდავი იჯდა და  ათიც ფეხზე იდგა -პიკის საათი იყო. ყველას და ყველაფერს ასდიოდა სიღარიბის სუნი, რომელიც შემდეგი  კომპონენტებისგან შედგებოდა:

ა)იაფფასიანი ცხიმის სუნი
ბ) დაუბანელი სხეულების სუნი
გ) გაურეცხავი სამოსის სუნი. სწორედ სამოსი წარმოადგენდა იაფფასიანი ცხიმის სუნის ძირითად წყაროს.
მომაკვდავებმა არ იცოდნენ, რომ მომაკვდავები იყვნენ, ან იცოდნენ და არ უნდოდათ რომ სცოდნოდათ. ქუჩაც მომაკვდავებით იყო სავსე და ყველა მომაკვდავი სადღაც მიიჩქაროდა.
-რატომ ვერიდებით გლოვას, რატომ გადავეჩვიეთ, რატომ გავურბივართ, რატომ აღარ ვატარებთ შავებს, რატომ გადავწყვიტეთ, რომ ყოველთვის კარგად უნდა ვიყოთ, ოპტმისტურად და რატომ გვგონია, რომ სიმძიმეებზე ლაპარაკი უხერხულია? - ეკითხებოდა მომაკვდავების მარშრუტკით შინ დაბრუნებული მომაკვდავი თუმოროფობი აგრაფინას, რომელიც სამზარეულოში იჯდა და ლიმონიან ჩაის სვამდა ისე, თითქოს სულაც არ იყო მომაკვდავი.
-თუმოროფობ, რა დებილობებს კითხულობ? არასასიამოვნოა და იმიტომ.
-მე კი მგონია, იმიტომ ვართ ცუდად, რომ ასე ისტერიულად ვცდილობთ კარგად ყოფნას.
ალოისს, რომელიც სიკვდილს ისევე სკრუპულოზურად ეკიდებოდა, როგორც ყველაფერს, ეძინა.
-რა ძველებური სიდინჯით მიდის აქედან, აუჩქარებლად, დაგემოვნებით, არა აგრაფინ? - იკითხა ალოისის ოთახიდან გამოსულმა თუმოროფობმა.

11 comments:

  1. ალბათ უკვე ვიცით, რომ ჩვენი ცუდად ყოფნა დიდად არავის ენაღვლება.
    და ალბათ არავის იმედი არ უნდა გვქონდეს.

    ReplyDelete
  2. shemzaravia mxiaruli dakrdzalvebi da gagimebuli chirisupali...
    mshvenieria shavebshi chacmuli mtirali adamiani... martalia!

    ReplyDelete
  3. "ალოისს, რომელიც სიკვდილს ისევე სკრუპულოზურად ეკიდებოდა, როგორც ყველაფერს, ეძინა".
    ------
    ნანა,ირიბი საშუალებებით მთავარის თქმის ოსტატი ხარ.

    ReplyDelete
  4. ოი, ქეთი, ოი... რაღაც თვალსაზრისით მართალი ხართ, ძალიან ადვილად ვინელებთ სხვის სიკვდილს, ადვილად ვწირავთ სიკვდილისთვის ჩვენს ფიქრებში, მაგრამ მაინც არაა ასე ერთმნიშვნელოვნად საქმე. მე მაქვს იმედი, ჩემმა შვილებმა დაამტკიცეს, რომ ავადმყოფის საწოლთან საგუშაგოზე ყოფნას უძლებენ და თან გაღიზიანების გარეშე - კაცურად. ასე მგონია, ჩემი ხელი ეჭირებათ თავისაში ბოლო წუთებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის.
    შემზარავია, კი მხიარული დაკრძალვები
    მაიკო, მადლობთ

    ReplyDelete
  5. ქალბატონო ნანა, გეხვეწებით თქვენობით ნუ მესაუბრებით. სულ რაღაც 23 წლის ვარ, თქვენი შვილებისხელა და მთლა 60-ისაც რომ ვიყო, მაინც "შენ"-ობით.

    კი, გეთანხმებით. მე განსაკუთრებით მაღიზიანებს პანაშვიდ-დასაფლავება-ქელეხებში მისული ხალხი რომ იცინის, უაზროდ ჭორაობს და "უიიი, შენც იცნობდი ოთარს??? რას შვრები, რამდენი ხანია, არ მინახავხარ, როგორ ხარ, შენები როგორ არიან???" ნუ აი ამას ვერ ვიტან.

    საკუთარი თვალით დავინახე რა სიტუაციები იყო ოჯახის წევრების გარდაცვალების დროს. აქედან გამომდინარე უნდა დავიბარო, რომ ქელეხი არ გადამიხადონ. რომ მეცოდინება, რომ ხალხი მხოლოდ საჭმელად არის მოსული და ღვინით გამოსათრობად, საიქიოშიც კი ნერვები მომეშლება ამაზე.
    ხალხი იმდენად მოვალეობის გამო მიდის ხშირად პანაშვიდზე, რომ ავიწყდება, რომ ის გარდაცვლილი ადამიანი გარდაცვლილია და უნდა ამოუდგეს ჭირისუფალს მხარში.

    ReplyDelete
  6. რატომ არ მომდის შეტყობინება მეილზე - ხომ ჩავრთე ეს რეჟიმი. ქეთი,უკაცრავად ვერ გიპასუხე დროზე.
    დღეს მამაჩემის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. აი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
    ეგ არაფერია, უცხოებს დიდ გლოვას ვერ მოსთხოვ, მაგრამ მეც შენსავით ცფიქრობდი ახალგაზრდობაში. ახლა კი ასე მგონია, კარგია თუ ჩემს ქელეხში მოვლენ და გემრიელად შეჭამენ. ნუ ჩემთან უკვე მოსულა და ღმერთო, შენი ჭირიმე, ყველა ახალგაზრდა დაიფარე, ოღონდ ყველა ახალგაზრდა დაიფარე
    ამ უძილობისგან ძალიან პათეტიკური ვარ და ბოდიში - სტილს ვეღარ ვიჭერ :)))

    ReplyDelete
  7. არაუშავს ქ-ნო ნანა. იქნებ არ გაქვთ გააქტიურებული მეილზე კომენტარის მისვლის ფუნქცია???

    მეც ზუსტად მამაჩემი გარდაცვალებისას რაც ვნახე, იმის მერე ვარ ასეთჳ განწყობით.

    ეგ არაფერი. ჩემთან არ არის ეგ პრობლემა. რაც გინდათ, ის მწერეთ. :)

    ReplyDelete
  8. "ალოისს, რომელიც სიკვდილს ისევე სკრუპულოზურად ეკიდებოდა, როგორც ყველაფერს, ეძინა.
    -რა ძველებური სიდინჯით მიდის აქედან, აუჩქარებლად, დაგემოვნებით"

    ReplyDelete
  9. -მე კი მგონია, იმიტომ ვართ ცუდად, რომ ასე ისტერიულად ვცდილობთ კარგად ყოფნას.
    --love

    ReplyDelete
  10. ქეთის მინდა , ნანა ,თქვენი ნებართვით, მივწერო-ჩემ შვილზე პატარაა, და ასაკის გამო ყველაფერს სხვანაირად ხედავს. იქ სადაც სიკვტილია, გლოვა და ტირი, იქვე ყოველთვის სიცილიცაა და ეს სწორია, რადგან ცხოვრება გრძელდება, სიცილი შეიძლება გარდაცვლილზე მოგონებააც გამოიწვიოს და ესეც სწორია. რაც ეხება ქელეხს-მას სხვა დატვირთვა აქვს,ჭირისუფალი, სანამ მარტო დარჩება იმ ღვინის გამო ცოტა გულს მოეშვება-რადგან სახლში ის აღარ ჰყავს, ვინც ყავდა. ქელხი კი უსუბუქებს ამ მოენტს. არ ვიცი ქეთი, ნანა მიხვდით თუ არა რა აზრის გამოთქმა მინდოდა. სხვანაორად ვერ შევძელი

    ReplyDelete
  11. გაუმარჯოს მომაკვდავთა პლანეტას. მისმა ერთმა მხრების აჩეჩვამ თუ გაზმორებამ 27 000 ადამიანი გვამებად აქცია.
    რა ძველებური სიდინჯით მიდის აქედან, აუჩქარებლად, დაგემოვნებით, არა აგრაფინ? -
    ძალიან მაგარი ხარ.
    მედიკო ანონიმი

    ReplyDelete