Monday, July 18, 2011

ყურები



ფანჯრის თეთრ, ქათქათა ჩარჩოში ზაფხულის სადღესასწაულოდ გამოწყობილი ადრიანი დილა ჩაესვათ: ძალიან ხასხასა ფოთლები ხეზე და ისეთი შუქ-ჩრდილები, ისეთი შუქ-ჩრდილები... ნამძინარევი თუმოროფობი ტუალეტში მიათრევდა თავის მსუქან, ალაგ-ალაგ მტკივნეულ სხეულს, ისეთსას, რომელსაც სიხარული აღარ მოაქვს, მარტო უხერხულობა - გოსპოძი ნადაჟე, Не телосложение а телоразложение!
და აი უცებ ეს სურათი ფანჯრის თეთრ ჩარჩოში, დაკრიალებული ბინისა და ქათქათა ფარდების გარემოცვაში. აბა ამ იმედისმომცემ ყოველდღიურობას მასთან რა ხელი აქვს? რა ხელი აქვს სადღესასწაულოდ გამოწყობილ ზაფხულის დილებს მის უარდადეგებო ცხოვრებასთან, ტვირთიან დაძინებებთან და აჩქარებულმაჯიან გაღვიძებებთან. და თუმოროფობმა ყურები ჩამოყარა - ერთი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ, მოწყვეტით: თხალშ, თხლაშ!!!
კარგად იყო გათენებული, როდესაც აი ასეთი კივილი გაისმა:
-ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!! აააააააააააააააააააააააააა!!!! ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!
ყვიროდა აგრაფინა, რომელიც იყო პოლკოვნიკი და ვულფი და რომელიცა ამას წინათ თხრობის კაპრიზებმა დააბრუნა ამბვაში.
-ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!! აააააააააააააააააააააააააა!!!! ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!
-რა გაკივლებს აგრაფინა? - იკითხა ახლად გაღვიძებულმა ბოხხმიანმა ვაჟმა-შვილმა.
აგრაფინამ ხელის კანკალით იატაკზე დაყრილ ყურებზე მიუთითა.
-ააა, ეგ არაფერი - უთხრა ბოხხმიანმა ვაჟმა-შვილმა აგრაფინას და ყურებს დასწვდა: ერთი, ორი! - ეგ არაფერია, აგრაფინ, ნუ გეშინია, რამეს ნახავდა ლამაზსა და გამჭვირვალესა. მთავარია, დროზე შენიშნო და ფეხი არ დაადგა.
ბოხხმიანი ვაჟი-შვილის განმარტება, ანუ თუმოროფობის სნეულების ზერელე ანამნეზი, აუთლაინი ფაქტიურად:
იმ დროს მისტირის, როდესაც სხეული სულზე ზუსტად ჰქონდა მორგებული, კარგად იყო შეკერილი, უზადოდ და არც ერთ ზედმეტ ნაოჭს არ მქნიდა, როდესაც მზეზე გარუჯულ, დამტვრეულ მუხლებს ედემის სურნელი ასდიოდა და სახტუნაოს სახელურების შეხება მაჯებს გასაოცრად ახარებდა, როდესაც ჩამავალი მზის სხივებში, ზაფხულის ხმაურიან საღამოს, ღია კარში ახალგაზრდა დედის კონტური ჩანდა და ახალგაზრდა მამის მკაცრად შეკრული წარბები გულს შიშით უხეთქავდა, როდესაც დასვენებული იღვიძებდა და დაღლილი იძინებდა. ასე სცოდნია ამ მონატრებას - ყურების ჩამოყრა ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი ყოფილა, ძალიან გავრცელებული, შემთხვევათა 75 პროცენტში ასეთი სურათი გვაქვს თურმე. მე ერთი რამე მაშინებს, ხომ იცი რა დაბნეულია, არ დაკარგოს სადმე, არ გადაქაჯოს, თორემ აი ახლა მივუმაგრებ და ვსო.
და ბოხხმიანი ვაჟი-შვილი ლაპარაკობდა და მოძრაობდა და თავის უზადოდ შეკერილ სხეულს სწორედ ამ უზადოობის გამო ვერც კი გრძნობდა, რადგან სულზე ისე ჰქონდა მორგებული, რომ შენი მოწონებული.

6 comments:

  1. ნე ჩიტაეცა, ა სვეწიცა<3

    ReplyDelete
  2. აჰ! ააააჰ! გულისმომკვლელად ვზმუივარ დილიდან. გათენებული არ იყო ჯერ, გრილი შხაპის ქვეშ ვიდექი და ვფიქრობდი - ჯერ ამხელა მუცელი, ახლა გახსნილი სადინრები, მოფლაშული სხეული- არადა რა ზუსტად გამოჭრილი ვიყავი ასე 1 წლის წინ ამ დროს მეთქი, ნეტა როდის ”გავზუსტდები’ ისევ თქო. და ასე ერთ წელშიო, ჩემმა მოფლაშულმა სხეულმა. ასე დავკარგე ერთი წელი. ახლა ველოდები. ორი კალენდარი მაქვს ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ :))

    ReplyDelete
  3. "როდესაც დასვენებული იღვიძებდა და დაღლილი იძინებდა". დასვენებულს ასი წელია არ გამიღვიძია, მხოლოდ საშინლად დაღლილს. ყველაზე ძალიან ეს მომნატრებია, რა საშინელება ყოფილა სიბერე, რა საშინელება. აღაფერი გახოსვ, აღარფერი გინდა, ახალგაზრდა დედის კონტური ჩანდა .... მეც სულ მაგაზე ვფიქრობ და ვცდილობ გავიხსენო. რა კარგი განცდა იყო... დედა მოდის სახლში....როგორ ბრუნდებოდა ბაზრიდან:-), როგორ ამზადებდა გემრიელობებს...

    ReplyDelete
  4. შარლოტ :))) როდის "დავზუსტდები" :დ მაგარია
    ჰო, მეგობარო, ძალიან მაგარი განცდა იყო - დედა მოდის სახლში!

    ReplyDelete