-გოსპოძი, სულ ინვიზიბლ რეჟიმი რატომ გაქვს ჩართული? -იმიტომ, თუმოროფობ, რომ ეს ჩემი by default რეჟიმია, მაგრამ ისე აქა ვარ, ხაზზე :)
Tuesday, May 10, 2011
ორი ახალგაზრდობა და ერთი თუმოროფობი
ჩამოფარებული, ლურჯი ფარდები გაზაფხულის მზეს ოთახში თითქმის არ უშვებდა და გუშინ გადარჩენილ, მწოლიარე თუმოროფობთან ორი ახალგაზრდობა სტუმრობდა. ერთი, ბოხხმიანი და სიტყვაძუნწი - პატარა ტახტზე იჯდა, მეორე, თეთრკბილება ღიმილიანი და თხელკანიანი - გვერდზე მიუგორდა.
ის, რაც თუმოროფობმა იგრძნო, დიდ ყურადღებას ითხოვდა, კონცენტრაციას, ძალების მობილიზაციას, იმიტომ, რომ აქროლებადი სუბსტანცია ჰქონდა, არამდგრადი, თითქმის მოუხელთებელი. და თუმოროფობს ძალიან, ძალიან უკვირდა, რატომაა ასეთი გამძლე, მყარი, მდგრადი, მოცულობითი, მატერიალური, ხელშესახები, სტაბილური: შიში, შფოთი, დარდი და წუხილი და რატომაა ასეთი აქროლებადი სრუუუუულიად მარტივი და მთავარი სიხარულები: აი, მყუდრო, სუფთა ბინა, აი, ორი ლამაზი ახალგაზრდობა, ვაჟი და გოგონა, შვილები დედასთან და „ვითომ-ვითომ ყველაფერი კარგადაა“ განცდა, რომელზეც უნდა თავდაუზოგავად ინადირო და რომელიც, სამ წუთსა და თოთხმეტ წამში მაინც აუცილებლად გაქრება.
Labels:
ჩანაწერი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
იმიტომ, რომ ადამიანის არსებობა ამ დაცემულ სამყაროში ტრაგიკულია, თუმოროფობ და სინათლეს მხოლოდ გაელვება შეუძლია. :(
ReplyDeleteanonimis minaweri dzalian energiulad gamoiyureba, magram samyaro dacemulia ris mimart? adamianis misia amouxsnelia, magram arc is iqneba rom tragikuli iyos. "tumorofob" ase vis mimartavs? sinatlis gaelveba mteli 3 wuti da 14 wami grdzeldeba, meti ra ginda? ))))))))
ReplyDeleteKakha Gagoshashvili
პირველ კომენტარს ვეთანხმები.
ReplyDeleteროგორც ყოველთვის ზუსტი ხარ,ნანა.
warmovidgine, rom sheni shvili var da shemeshinda, ase rom iyos mteli cxovreba dabneuli viqnebodi sixarulisgan da sheidzleba komashic chavardniliyavi
ReplyDelete