Friday, December 17, 2010

დასაწყისები


-ოთხი ბიჭი, ოთხი ბრწყინვალე 19 წლის ბიჭი, აგრაფინ!
-მერე?
-არა არაფერი. სულ დასაწისში არიან, ხომ გესმის: ლამაზები, ჭკვიანები, კეთილები და სულ დასაწყისში არიან, დასაწყისის სისუფთავით სუფთები, დასაწყისის არცოდნით დაცულები.


-რისი თქმა გინდა, თუმოროფობ, გამაგებინე.
-არ ვიცი, მეტირებოდა, რომ ვუყურებდი. რა სევდიანია დასაწყისები და იცი, რატომაა სევდიანი?იმიტომ, რომ გაგრძელება ექნება ამბავს, გაგრძელებული ამბავი კი კარგად არასდროს მთავრდება.
-აბა, ვერ გავიგე დასაწყისშივე დავიხოცოთ?
-არა, არა, დახოცვაც ამბის გაგრძელებაა. სისულელეს ვბოდავ, გამეშვი. უბრალოდ ამ ოთხ ბრწყინვალე ბიჭს ვუყურებდი და „გაგრძელებულ ამბავს“ ვხედავდი, თითქოს ფილმი გადავახვიე და პირდაპირ ფინალს შევხედე. ერთი სიკვდილამდე დაღლილი იყო, ერთი -გაავებული, ერთი - შელახული, ერთი - დაჩაგრული. და არავინ არ იყო ბედნიერი იმიტომ, რომ ბოლოს ბედნიერება შეუძლებელია. მესევდიანება ყველაფერი, აგრაფინ!
-იმიტომ, რომ არასდროს არ გადაქცეულხარ, ტყეში არ გაჭრილხარ, სავსე მთვარეზე არ გიყმუვლია, არ გინადირია, ზიხარ და ზიხარ ამ კომპიუტერთან, ყოველდღიურობის მოხელთებას ცდილობ და ვერ იხელთებ. ვერც მოიხელთებ, გაიგე - ყოველდღიურობა ბავშვების პრივილეგიაა და მაქციების! შეეჩვიე მძიმე ლოდებს გულში და ისე იარე.
-მართალი ხარ, როგორ დავუშვი ამბის გაგრძელება? დასაწყისზე რატომ არ გავჩერდი, რატომ არ გავიჭედე დროის კონტინუუმში, პაუზას რატომ არ დავაჭირე?

თბილი დეკემბრები, თბილი დეკემბრები, მზიანი ახალი წლები და შობები.

5 comments:

  1. ძალიან კარგია,ნან!
    სევდიანი და კარგი,როგორც ჩვენი ცხოვრება.

    ReplyDelete
  2. ყოველდღიურობის მოხელთებას ცდილობ და ვერ იხელთებ. ვერც მოიხელთებ, გაიგე - ყოველდღიურობა ბავშვების პრივილეგიაა და მაქციების! შეეჩვიე მძიმე ლოდებს გულში და ისე იარე.
    -----
    !!!

    ReplyDelete
  3. 'გაგრძელებული ამბავი კი კარგად არასდროს მთავრდება'.
    'ბოლოს ბედნიერება შეუძლებელია'. < great <3- ( dar)

    ReplyDelete
  4. -იმიტომ, რომ არასდროს არ გადაქცეულხარ, ტყეში არ გაჭრილხარ, სავსე მთვარეზე არ გიყმუვლია, არ გინადირია, ზიხარ და ზიხარ ამ კომპიუტერთან, ყოველდღიურობის მოხელთებას ცდილობ და ვერ იხელთებ. ვერც მოიხელთებ, გაიგე - ყოველდღიურობა ბავშვების პრივილეგიაა და მაქციების! შეეჩვიე მძიმე ლოდებს გულში და ისე იარე.
    -მართალი ხარ, როგორ დავუშვი ამბის გაგრძელება? დასაწყისზე რატომ არ გავჩერდი, რატომ არ გავიჭედე დროის კონტინუუმში, პაუზას რატომ არ დავაჭირე?

    თბილი დეკემბრები, თბილი დეკემბრები, მზიანი ახალი წლები და შობები.

    არაფერი ისეთი... მგონი, მართლა ბოლო დღესავით...
    არ ვიცი... არ ვიცი.... დიდი მადლობა, რამდენი რამ განვიცადე აქ თქვენთან ერთად...:)მათე-მაიკო.

    ReplyDelete