-გოსპოძი, სულ ინვიზიბლ რეჟიმი რატომ გაქვს ჩართული? -იმიტომ, თუმოროფობ, რომ ეს ჩემი by default რეჟიმია, მაგრამ ისე აქა ვარ, ხაზზე :)
Tuesday, November 16, 2010
თითქოს
-დეეე-დაააა მიიიი-სეეეე-ლეეეე, დეეე-დაააა მიიიი-სეეეე-ლეეეე, დეეე- დაააა მიიიი-სეეეე-ლეეეე - ყვირის ალოისი, სუსტი, სუსტი ხმით.
-ახლავე, ალოის, მალე მოვრჩები - აწყნარებს თუმოროფობი.
ალოისი საწოლზე გარდიგარდმო წევს - ფეხები კედელზე, თავი საწოლიდან გადმოკიდებული, თავქვეშ, იატაკზე - ტაშტი. თუმოროფობი ქოშინით ასხამს თავზე წყალს და შამპუნს, წყალს და შამპუნს.
-აი. ცოტაც, ალოის და ვსიო, მოითმინე, სულ ცოტაც და ვსიო.
თავდაბანილი, გაწმენდილი, ქაფურის სპირტის სუნით გაჟღენთილი, კატასტროფულად გამხდარი ალოისი თავის სარეცელში წევს.
-რაო, ჩემო ასვენციმსკი კრეპიშო, დაიღალეე, სამაგიეროდ რა ლამაზი ხარ, ნამდვილი მის ალცჰეიმერი ხარ, ალოის!
გარეთ, ფანჯრებს მიღმა დალოცვილი შემოდგომაა, მზიანი და რბილი, ტრანკვილიზატორივით შემოდგომაა, არომატული.
და უცებ, მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ, კაცმა არ იცის რატომ (არც ქალმა), არამოტივირებულად, ანაზდეულად, მყისიერად, მკვეთრად, ერთი ხელის მოსმით ვიღაცამ თუმოროფობს ორგანიზმში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოურთო და პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში გაჩერდა ავისმომასწავებელი წიკწიკი და დაეუფლა თუმოროფობს ისეთი სიმშვიდე, როგორიც აღარ ახსოვდა და იყო სასიამოვნოდ მიქანცული და დადუმებული და გარინდული და დაშოშმინებული და დაამებული, თითქოს ცივი წყლის პეშვით დაიბანა სახე, თითქოს არასდროს შეხებია ჭუჭყს, თითქოს გამოიარა დიდი განსაცდელი და გადარჩა, თითქოს შეუძლია დაბალ სავარძელზე მყუდროდ მოკალათდეს და შვებით ამოისუნთქოს, თითქოს წინ კიდევ ელის და თითქოს.
Labels:
ჩანაწერი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
გენაცვალე მე შენ! როგორი კარგია! მეც გადმომედო ასაფეთქებლის გამორთვით დამდგარი სიმშვიდე. და მეც თითქოს... თითქოს... თითქოს! გკოცნით ყველას.
ReplyDeleteასვენციმსკი კრეპიშო
ReplyDelete:))))))))))))))))))))))))))))))))
”-რაო, ჩემო ასვენციმსკი კრეპიშო, დაიღალეე, სამაგიეროდ რა ლამაზი ხარ, ნამდვილი მის ალცჰეიმერი ხარ,...”
ReplyDeleteძალიან, ძალიან მაგარია... როგორი ფანტასტიური მოფერებაა!!! ნანა!!! სუპერ!!!
"გარეთ, ფანჯრებს მიღმა დალოცვილი შემოდგომაა, მზიანი და რბილი, ტრანკვილიზატორივით შემოდგომაა, არომატული."
ReplyDelete