Thursday, September 9, 2010

მე და ჩემი სიკვდილი


საშინელი ზაფხულის მერე, ისეთი ზაფხულისა, ყველა რომ ოფლიანი და ჭუჭყიანი დადიოდა, უცებ, ერთ დღეს... არა, ერთ საღამოს მოიქუფრა და აგრილდა. სინათლე ყველა მაღაზიამ და აფთიაქმა ადრიანად აანთო და გრძელფეხება, გაკნაჭულ, გულდასმით, განზრახ აჩაჩულ-დაჩაჩულ გოგოებს ისე გააჟრჟოლა, რომ თბილი ჟაკეტები წამოიცვეს. და იყო რაღაცნაირი კაი ამბავი, მყუდროება და შვება.
-რატომ იდექი ამდენ ხანს ჩემსა სიკვდილს შორის, ალოის? რატომ არ გამაკარე არაფრით? - ეკითხებოდა თუმოროფობი ალოისს იმ დროს, როცა ფანჯარაში წვიმდა.
-რა ვი, დამფრთხალი ბავშვი დაიბადე და ვიფიქრე, გადავდებ ცოტა ხნით-მეთქი.
-მერე ზედიზედ რომ მომიხდა სამი სიკვდილის გაცნობა, როგორი იყო!
-ნუ ახლა ეგრეა და...
-არც ერთი არ გავდა ამ სამიდან ერთმანეთს.
-რა თქმა უნდა.
-და სულ რამდენი სიკვდილია დედამიწაზე?
-უიმე ბევრი, რამდენიც ცოცხალი არსებაა.
-კაი, არ გადამრიო.
-აბა? აბა შენ რა გეგონა... ეგრეა კი, ზუსტად ვიცი. ნახე როგორ ხდება, მისმინე... ერთი წამით ადრე, სანამ ბავშვი გამოვა დედის საშოდან, ქალის ბოლო გაჭინთვაზე, ჯერ  სიკვდილი იბადება.
-კაი, არ გადამრიო!
-კიიიი, ასეა, ვერიფიცირებულია სრულიად, ცდითაა დამტკიცებული. სტატისტიკა და ამბავი.
-მერე?
-მერე რა -  აღარ სცილდება თავის მოსაკლავს, სულ კუდში დასდევს. აი ახლა აქ ვსხედვართ მე, შენ, ჩემი სიკვდილი და შენი სიკვდილი
-უიმე, ჩემი სიკვდილი!
-ჰო, შენი სიკვდილი.
-არა, ეგ არ მითქვამს, უიმე ჩემი სიკვდილი-მეთქი.
-აააა, ჰო
-მერე?
-მერე, არაფერი. სხვადასხვანაირები არიან სიკვდილები, მართლა ცელიანი ჩონჩხი კი არაა. ზოგი სიკვდილი ძალიან ჰგავს თავის მოსაკლავს -  ასლია ზუსტი, ზოგი ბევრად სჯობია, ზოგი ბევრად უარესია. ხან როგორ, ხან როგორ. მნიშვნელოვანია ძალიან, როგორი სიკვდილი შეგხვდება. ბევრ ადამიანს ხომ სიკვდილამდე არც კი ამჩნევენ, ზედაც არ უყურებენ. ყურადღების ცენტრში ისინი მხოლოდ მაგ დროს ხვდებიან - აი, თითქოს ავანსცენაზე გამოდიან, ნაეზდი კეთდება მათზე, მონოლოგს წარმოთქვამენ.
-და თავის მოსაკლავს რომ მოკლავენ, მერე რაღას აკეთებენ?
-უიმე, თვითონაც კვდებიან, რას ამბობ, რაღა უნდა გააკეთონ! ამიტომაა, რომ სიკვდილზე უფრო დიდი გულშემატკივარი არცა გყავს. ხომ გესმის - შენი სიკვდილის შენ და მაგას გეშინიათ ყველაზე ძალიან.
-ვაა რა ტრაგიკული კავშირია,  გავგიჟდი, პარადოქსალური ფაქტიურად.
- ნუ ეგრეა და...

10 comments:

  1. rogor mikvars chemi sikvdili!

    ReplyDelete
  2. !!!!!!!!!!!! gavgijdiii!!!!!!!!!!!!! dzzzzzzZZaaan magariaaa!!!!!

    ReplyDelete
  3. -და თავის მოსაკლავს რომ მოკლავენ, მერე რაღას აკეთებენ?
    -უიმე, თვითონაც კვდებიან, რას ამბობ, რაღა უნდა გააკეთონ! ამიტომაა, რომ სიკვდილზე უფრო დიდი გულშემატკივარი არცა გყავს. ხომ გესმის - შენი სიკვდილის შენ და მაგას გეშინიათ ყველაზე ძალიან.
    –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
    ყველაზე ძაალიან ეს ფრაზა ჩამრჩა მეხსიერებაში, გენიალურიაა :))

    ReplyDelete
  4. ლეეელ, მადლობთ

    ReplyDelete
  5. ვინცხა ხარ, რა მაგარი ხარ!!!!!!!!!!

    თითქმის ყველა წავიკითხე და ვოტ ტაკ, ვიგრძენი ისე, როგორც მინიმუმ შენ გინდოდა რომ ვიღაცას ეგრძნო და მაქსიმუმ...მაქსიმუმ ეს ჩემთვის...


    დიდი მადლობა

    ReplyDelete
  6. ქეთი, გაიხარე :)))

    ReplyDelete
  7. momwons sikvdilisadmi aseti damokidebuleba :)))

    mec zustad ase miyvars chemi sikvdili,ukve didi xania...

    ReplyDelete
  8. ყველაზე მაგარო სიკვდილოლოგო! სიკვდილამდე შენი ფანი ვიქნები:)ბ.ა.:)))

    ReplyDelete
  9. "სიკვდილზე დიდი გულშემატკივარი არცა გყავს" გენიალურია .(ნაოჭი)

    ReplyDelete