Sunday, May 15, 2011

გულის გომბეშო, ანუ (არშემდგარი) სიკვდილი ლანჩხუთში

(პიესაა, რაღა თქმა უნდა)
მოქმედი პირები:
თუმოროფობი
თუმოროფობი
რეპლიკა ვ სტორონუ
უხილავი ხელი, სავარაუდოდ გოსპოძი

სურათი პირველი

დიდი ბანერი წარწერით: გაზაფხულის პირქუში დღე, ვაააახ, აღარ დათბა, ნუუუუ!!!!!!

გამოდიან თუმოროფობი და თუმოროფობი.

თუმოროფობი:
ოოოოხ მიგრძნობს ტანი რაღაცას ავსა და
რაღაც ავსა მიგრძნობს მე ტანი.

თუმოროფობი:
ტვინი წაიღე, წაიღე ტვინი
აჰა, წაიღე, წაიღე ტვინი.

აწვდის ტვინს თუმოროფობს. თუმოროფობი ტვინს ართმევს და ჭამს.

თუმოროფობი:
შეჭამე ტვინი, შენი წუწუნით
შენი წუწუნით, შეჭამე ტვინი

გამოდის რეპლიკა ვ სტორონუ.

რეპლიკა ვ სტორონუ:
თითქოს არავის უნდა ესმოდეს
მე რასაც ვამბობ, მაგრამ სულ ესმით
ეეეეჰ, ვერ ვასრულებ დანიშნულებას,
სახელი ჩემი ამაოდ მქვია.

გადის ტირილით.

თუმოროფობი:
გულზე გომბეშო, მწვანე და სველი,
და საზარელი და ძაან ნაგლი
შემომჯდომია, როგორც რომ ლოდი.

თუმოროფობი:
გახსოვს, თუმორო, ახალგაზრდობა?
უსიკვდილო დრო, გახსოვს, ძამიკო?
უიიი, ბოდიში, „და“ უნდა მეთქვა,
სულ გამოვშტერდი ამ სიბერის ჟამს.
იმას ვამბობდი, გახსოვს, დაიკო,
ახალგაზრდობის „უსიკვდილობა“?
როცა სიკვდილი ოდენ ლანდია,
წარმოსახვაა, სხვა არაფერი!
როცა დრო უდრის მარადისობას
და მზიან ჩრდილებს მოაქვთ იმედი?

თუმოროფობი:
როგორ არ მახსოვს, თუმოროფობ, როგორ არ მახსოვს, აბსტრაქტული მოკვდავობის ბედნიერება - გაზაფხულის ღამეში ფანჯრით განათებული ასფალტის ფრაგმენტი ეზოში, ახლად აყვავებული ხის ჩრდილით მოხატული, დაბერილი კვირტების ჩრდილით მოხატული, განათებული ფრაგმენტი ასფალტის და დიდი მოლოდინების უნეტარესი ფორიაქი და თბილი ღამის არომატები და უხიფათო ყოველდღიურობის ხმაურები და სამაჯური ახალგაზრდა მაჯაზე და დაჭიმული წინდები ახალგაზრდა კანჭებზე და თმების სასიამოვნო სიმძიმე ახალგაზრდა შუბლზე და აბსოლუტური პერსონალური უსიკვდილობა. ახლა კი მეგობრებს ტკივილებისგან ხმა უთრთით და საკუთარ დიაგნოზს განაჩენივით გიკითხავენ და სასოწარკვეთა მათ ხმაში შენი სასოწარკვეთაა და დანაკარგებს განიცდი და დრო ხელშესახებად, ფიზიკურად იწურება და დროს უნეტარესი მოლოდინის ნაცვლად გამყინავი, გულისამრევი შიში მოაქვს და   მზიანი ჩრდილები ისეთივე აბსტრაქციად იქცა, როგორიც ოდესღაც იყო სიკვდილი.

სურათი მეორე

ავტომანქანის სალონი. სალონი მიდის, თუმოროფობი და თუმოროფობი სავარძლებში სხედან. სალონში გაკრულია დიდი ბანერი: ბათუმი-თბილისი

თუმოროფობი:
აი დაიწყო, ისევ დაიწყო,
აი Angina იგი Pectoris,
ო ღმერთო ჩემო, გულის გომბეშო
წამომყოლია გზაში მალულად.

თუმოროფობი:
მიდი უთხარი ჩქარა გოსპოძის,
გადაგარჩინოს და არ გაგწიროს.

თუმოროფობი:
რა პონტში ვუთხრა რომ არ გამწიროს?
ეგ რა თხოვნაა, მე ვერ გავიგე.
არ მომკლა-მეთქი, როგორ ვიკადრო,
გადავაბიჯე 50 წელს.
არა, არ ვარგა ასეთი თხოვნა, აი რამდენი კვდება ყმაწვილი.
მე კი არ მინდა, მამენტ ძალიან,
მაგრამ არ მომკლას - ამას ვერა ვთხოვ.

რეპლიკა ვ სტორონუ (თავს გამოყოფს კულისებიდან):
ნუთუ ლანჩხუთში გაჭიმავს ფეხებს
უცნაურია, მე ვიყო ბროშკა.
ვააა რა სტრანნია ეს გადახვევა,
ჟანრის კანონთა ეს მსხვრევა-მტვრევა.
ექვსპუქტიანი შეთანხმებისა(1) დარღვევა
უმალ მოსულა უფრო,
ჟანრის ამბავში უფრო მოსულა,
ვიდრე ამ ქალის სიკვდილი აქა,
ამ უცხო ალაგს მისთვის და ჩემთვის.

თუმოროფობი:
თვალთ დამიბნელდა, ოიიი დამპალო,
ოოო შე მუხთალო, გულის გომბეშოვ!
ლანჩხუთში ვკვდები, გზად მიმავალი,
ტრანზიტად მყოფი, ვკვდები ლანჩხუთში.

კვდება.

უხილავი ხელი, სავარაუდოდ გოსპოძი:
ვინ დააჭირა შათ დაუნს, ვინ დააჭირა შათ დაუნს, თქვე დაუნებო, მართლა. სულ არ გაქვთ სტილის განცდა, თქვე უნიჭოებო თქვენა, თუ ასე ერთობით? ახლავე დაარესთართეთ თუმოროფობი, ახლავე. კონტროლ, ალტ, დილითს ერთდროულად დააჭირეთ, მერე თესქ მენეჯერში შედით და სვიჩ თუ თუმოროფობზე გადადით. ვააახ, ერთი წუთით ვერ მომიხუჭია თვალი. არა პრი ჩომ ლანჩხუთი, ამ ქალთან პრი ჩომ, ვაააახ!

(1)ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმება - 2008 წლის რუსულ-ქართული ხუთდღიანი ომის შემდეგ დაიდო ევროკავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარის, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით. მას პერმანენტულად არღვევს რუსეთი. წესიერ პიესას მინიმუმ ერთი სქოლიო მაინც უნდა ჰქონდესოოოო (ავტორის შენიშვნა) :)))

26 comments:

  1. მომენატრე, გკოცნი ბევრს :*
    ნენე.

    ReplyDelete
  2. nenikoooo გკოცნი :))))

    ReplyDelete
  3. ძალიან მაგარია, სასაცილოა, ასეთი სევდიანი რომ არ იყოს.

    ReplyDelete
  4. მანანაMay 15, 2011 at 2:49 PM

    ნან, შენ არ იცი, როგორ მაკლიხარ ფბ-ზე :((

    ReplyDelete
  5. aaaaaa :)))))))))))))))))))))0

    ReplyDelete
  6. ნანიკო, მეც გკოცნი და იმედი მაქვს დაგვიბრუნდები :*
    ნენე :)

    ReplyDelete
  7. ჰაჰ!უმაგრესია:)))

    ReplyDelete
  8. მაგარია და მოგვენატრეეთ! <3

    ReplyDelete
  9. :))))))))))))))))))))))

    ReplyDelete
  10. sayvarelo nanaaa,zalian maklixart fb ze,menatrebit. zalian magari piesaaa,ramdenadac teatri ar miyvars ,imdenad vgijdebi piesurebze,gadasarevi personajebia :)

    ReplyDelete
  11. ძევაჩკი, მეც მომენტრეთ ძალიან <3

    ReplyDelete
  12. ნანა, ჩვენო ნანა! სულ არა აქვს უშენოდ ეშხი პირწიგნაკსა:)

    ReplyDelete
  13. ნინოოოო, გამიხარდიიი! ი ვააბშე - გამიხარდით, ჩემებოოო! :)

    ReplyDelete
  14. ჰა ჰა ჰა ჰა ძალიან ვიცინეეე!!! ისეთი განცდა მქონდა, რომ ოტელო გამოხტებოდა:)))ჯერ შეიცადეთ ვოდრემდე წახვალთ... და ა.შ.:)))<3

    ReplyDelete
  15. ნანა,ბედნიერი იყავით,<3!

    ReplyDelete
  16. нЕ МОГУ Я БОЛьШЕ, НЕТ СИЛ:)))))

    ReplyDelete
  17. ნანა... საშინლად მაგარი იმპროვიზირებული ტვინი გაქვს!!! ქამ ბეეექ!!!!! სუუუნ, იფ ით ფოსიბლ..:))))))ნინიკო.მ<3

    ReplyDelete
  18. მე მომწონს სიკვდილის გამასხარავება. ადამიანის დაუოკებელი სურვილიც მომწონს, გადაურჩეს 'გომბეშოს', რომელიც გულს უჭერს ისე, რომ სუნთქვაც ძნელდება.'უსიკვდილობა'- საუკეთესო ტერმინი ამ პოსტში :) ნანა, ძალიან გამიხარდა გუშინ რომ გელაპარაკეთ. გამოჯანმრთელდით <3

    ReplyDelete
  19. საინტერესოა, როგორც ყოველთვის, გელით ფეისზე ახალი ენერგიით....ახალი ბომბდამშენი არ შეიძინეთ?:)

    ReplyDelete
  20. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  21. nana, guli gamiskda!

    ReplyDelete
  22. "აბსტრაქტული მოკვდავობის ბედნიერება"!
    ნანა გოგო,მარად ახალგაზრდავ და ძვირფასო-ხედავ,როგორ ენატრები სრულიად ჯეო-ფბ-ს და არა მხოლოდ?:))
    ეს დღეები ვეღარ შემოვიხედე აქ,სამაგიეროდ დღეს ერთბაშად რამდენიმე შენი ვეშჩი წავიკითხე და როგორც ყოველთვის,დიდ სიამოვნებასთან ერთად დიდი სევდა და სულის "ნათელი" შფოთვა განვიცადე!:)
    ისე,შენ იმდენს იზამ-სიკვდილის შიშს მომისპობ ბოლო-ბოლო,"მე ვიყო ბროშკა"!:))
    საყვარელო,უმაგრესი ხარ-გკოცნი,მიყვარხარ!

    ReplyDelete
  23. რა კარგია

    ReplyDelete
  24. "არა პრი ჩომ ლანჩხუთი, ამ ქალთან პრი ჩომ, ვაააახ!" –გოსპოძი...
    ძაან მაგარია! თან, ახლა, რომ ვიცი, რომ მართლა გადაგხდა, კიდევ უფრო მომეწონა! მეც ვარღვევ ჟანრის კანონებს, ვა! ნამდვილი ამბავი და რამე!

    ReplyDelete
  25. ,,უსიკვდილობა'' სულ ბოლომდე დავიჯერე ახლა უეცრად........ საოცარი სევდა და იმედი ერთად ,,კაკ ჟაბა ბოლშაია'' გულზე....მათე-მაიკო.

    ReplyDelete