Thursday, February 17, 2011

აბსოლუტურად ვერცხლისფერი თმა

თუმოროფობი უეცრად, მოულოდნელად და აჩქარებით დაბერდა მაშინ, როდესაც ალოისს სუნთქვა გაუჭირდა. ალოისს კი სუნთქვა მაშინ გაუჭირდა, როდესაც ფანჯრებს მიღმა დეკემბრის უსამართლოდ თბილი და მყუდრო შაბათის საღამო იდგა, მოპირდაპირე კორპუსის აივანზე გამოსულ გოგონას ქარი თმებს უფრიალებდა და ჰაერი სავსე იყო ყოველდღიურობის უხიფათო ხმაურებით - Прекрасны дни декабрьской теплоты...
აი სწორედ მაშინ, თუმოროფობის საათმა ტემპს მოუმატა და ისე გიჟივით დაუარა წრეს, როგორც ძველ მრიცხველებზე დარბოდა წითელი ზოლი, თუ დენში ერთდროულად სამას გამათბობელს ჩართავდი.
მეორე დღიდანვე თუმოროფობს მარშრუტკაში ადგილის დათმობა დაუწყეს და თუმოროფობმაც ძალიან კოხტად მოირგო სიბერის სტერილური მოსასხამი.
-როგორ უნდა გავაგებინო ყველას, რომ აუცილებლად მოკვდებიან, აუცილებლად, რომ რეალურად სიკვდილმისჯილთა სატუსაღოში ვსხედვართ და ჭირმოდებულ ქალაქში ვცხოვრობთ? - ეკითხებოდა მოხუცი თუმოროფობი გამვლელებს და ისინიც თავაზიანად პასუხობდნენ:
-აააა, გუდვილი? აი აქ დაჯდებით, ნებისმიერ მარშრუტკაზე და სულ მალე ჩამოხვალთ, მძღოლს უთხარით, გაგიჩერებთ!
და თუმოროფობმა საკუთარი სიბერე გარედან დაინახა, უცხო თვალით და მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ამას ელოდა - ბოლომდე ღილებშეკრულ უსუფთავეს მოსასხამს და  ჰერმეტიზმს, როდესაც აღარაფერს ეძიებ და პატოვმოყვარეობის ლორწოვანი ჰიდრა შიგნეულობას აღარ გიჭამს.
-გოსპოძი - ესაუბრებოდა თუმოროფობი გოსპოძის - მადლობთ, რომ მომასწარი სიბერეს და აბსოლუტურად ვერცხლისფერ თმას.

16 comments:

  1. ნააააან! გადასარევია! გადასარევი! ესაუბრებოდა თუმოროუფობი გოსპოძის – უბრალოდ გენიალურია!

    ReplyDelete
  2. როგორც ყოველთვის-просто и гениально! ბოლომდე ღილებშეკრული უსუფთავესი მოსასხამი და აბსოლუტური ჰერმეტიზმი-სიბერეს თავისი სისპეტაკე მოაქვს, განსაკუთრებით თოვლივით თეთრ თმას და კეთილ,ნაოჭებით დაღარულ სახეს.

    ReplyDelete
  3. yochag... ert-erti sheni sauketeso namushevaria...

    ReplyDelete
  4. ოი, რა ნაღვლიანი სიმართლეა

    ReplyDelete
  5. ..."ჰაერი სავსე იყო ყოველდღიურობის უხიფათო ხმაურებით".
    ბოლო ხომ გენიალურია და ფანტასტიური.
    შე მხეცო და მაგარო!

    ReplyDelete
  6. da mainc Teodor von Isenbachs is zalian ukvars

    ReplyDelete
  7. და მასაც ძალიან უყვარს Teodor von Isenbachs-ი :)))

    ReplyDelete
  8. ძალიან მაგარი შედარებებია, გოსპოძი! :))
    ეს პოსტი ამ მუსიკაზე წავიკითხე და გქონდეთ თქვენც :)
    http://soundcloud.com/zurriuss/somewhere-in-my-memory

    ReplyDelete
  9. arada, exla davfiqrdi pirvelad, es molodini adamianshi tavidanve xom ar aris, neta, yvelashi
    " თუმოროფობმა საკუთარი სიბერე გარედან დაინახა, უცხო თვალით და მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ამას ელოდა - ბოლომდე ღილებშეკრულ უსუფთავეს მოსასხამს და ჰერმეტიზმს, როდესაც აღარაფერს ეძიებ და პატოვმოყვარეობის ლორწოვანი ჰიდრა შიგნეულობას აღარ გიჭამს." :)

    ReplyDelete
  10. ნანა,
    ძალიან შემაჟრჟოლებელია.ბოლომდე ღილებშეკრულ უსუფთავეს მოსასხამს და ჰერმეტიზმს, როდესაც აღარაფერს ეძიებ.

    მედიკო

    ReplyDelete
  11. ,,სიბერის სტერილური მოსასხამი''.... გულისფანცქალით ჩავიკითხე....

    ReplyDelete
  12. მათე–მაიკოDecember 24, 2011 at 2:45 PM

    ...დალოცვა გამახსენდა ახლა, წინა საახალწლო დღეებია და იმიტომ ალბათ, ,,ასე ტკბილად დამიბერდითო...'' რომ ვიცით თქმა და ერთი საუკუნისა და ცოოტა მეტის წინ ილია რომ აპროტესტებდა.... ღმერთო,... და ახლა სულ სხვა გემოს ჩავატან ამ დალოცვას.....:)

    ReplyDelete
  13. ნან , შეიძლება ჩემს კედელზე გამოვაქვეყნო? ეს ჩემი უსაყვარლესი ჩანაწერია და მინდა ყველამ წაიკითხოს ....

    ReplyDelete
  14. ნინო გოგაძეDecember 27, 2011 at 2:31 PM

    ნან , შეიძლება ჩემს კედელზე გამოვაქვეყნო? ეს ჩემი უსაყვარლესი ჩანაწერია და მინდა ყველამ წაიკითხოს ....

    ReplyDelete
  15. არ შემიზლია თქვენი ნაწერების კითხვა... სრული თვითლუსტრაციაა :-)
    ყველა შიშს და ტკივილს და სევდას, ისე ნაზსს და გამჭვირვალეს, რომ მიყვარს კიდეც და მასსი ვყურყუმალაობ , აქ მოუყრია თავი...
    რაც თქვენს ნაწერებს გადავაწყდი, ვეღარაფერს ვწერ ( არა ისედაც წერის სურვილი უფრო იყო, ვიდრე წერა ) რადგან რისი თქმაც მინდა , ყველაფერი ნათქვამია ...

    ReplyDelete