Thursday, November 21, 2013

არმოსაჭიდებელი ხავსი

-ალო, გისმენთ!
- ქალბატონო, ფოსტიდან ვარ, ხავსის ამანათი მოგიტანეთ
- უიიი, ახლავე ჩამოვალ
-გოგო, მოსაჭიდებელი ხავსი მომიტანეს,  მეშველა, ჩავალ და ამოვალ

....
-გახსენი?
-ვხსნი... უუუხ, როგორ შეუფუთიათ.
-ვეღარ გახსენი, ადამიანო?
-აი, ვსო რა, თითქმის ვსო
...
-ეს რა არის? ვაიმე, აზრზე ხარ? ეს რა არის?!!! ამას როგორ მოვეჭიდო? ესაა მოსაჭიდებელი ხავსი? ამან უნდა გამაძლებინოს?
-არა, ნუ უსინდისოები არიან ძალიან. შედი ერთი მისისიპი კომზე და რევიუები ნახე, არ ნახე რევიუები და ისე გამოიწერე?
-რა ვიცი, გოგო, ასე ეწერა 100 პროცენტიანი ავთენტიკურობა და იდეალურად მოსაჭიდებელი ხავსიო და..
-არაააა, ეს სინთეტიკაა, ამას ვერ მოეჭიდები, თან შეიძლება ალერგია მოგცეს
-ფუიიი, ჩემი ბედი რა ვთქვი, მოსაჭიდებელი ხავსიც ვერ მიშოვია წესიერი. არა, საეჭვოდ იაფი იყო, უნდა მეფიქრა
თუმოროფობი ჩამოჯდა და ფანჯარაში აღარ გაუხედავს.

1 comment: