Wednesday, July 28, 2010

მარტო გოგოებისთვის :))))))


როგორი კაცები უყვარდა აგრაფინა ვულფს?
ყველანაირი: მაღლები, დაბლები, ბრგეები, გაკნაჭულები, მაგრამ აი ისეთები ტესტოსტერონის არომატს რომ აყენებენ გამოჩენისთანავე, ერთმანეთს მისალმებისას ისე რომ ართმევენ ხელს, იფიქრებ ამათ ყველას პირი აქვთ შეკრული, რომელიღაც ერთი საძმოს წევრები არიან და რაღაც საიდუმლო სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთსო.

ჰო, კიდევ ერთმა მანქანამ მეორეს თუ დაუთმო გზა, ახლობლურად და ძუნწად რომ უწევენ ხელს ერთმანეთს მადლობის ნიშნად. რაღაც კოდექსი რომ აქვთ, ქალისთვის სრულიად გაუგებარი, ერთგულების, მეგობრობის, პივაზე რომ იკრიბებიან და აი ამდაგვარებს ლაპარკობენ: მანქანები, იარაღი, სასმელი, ნადირობა, თევზაობა. პრინციპში რომ სიტყვაძუნწები არიან და რაც არ უნდა ბევრს ქაქანებდნენ, ინტიმურზე და პირადზე, არასდროს არაფერს რომ არ ყვებიან. ქალებთან უცნაურად დელიკატურები რომ ხდებიან, ნებისმიერ ქალთან - უშნოსთან, ლამაზთან, ახალგაზრდასთან, მოხუცთან. რაღაც განწირულობა რომ იგრძნობა მათში, თუმცა ერთის შეხედვით ძალიან მსუბუქები და ზერელეები არიან, მაგრამ სადღაც გულში, ღრმად იციან, რომ ტომის დაცვა და ნანადირევის მოტანა გამოქვაბულში მათი ვალია და ამიტომ ყოველწამიერად მზად არიან კაცურად სიკვდილისათვის. ისე, ეს რომ უთხრა, სიცილით დაიხოცებიან. არსდროს იწონებენ თავს ჭკვიანური ლაპარაკით, თუმცა ძალიან ჭკვიანებიც შეიძლება იყვნენ და არც თუ ისე ჭკვიანებიც...
მდააა ტრანსცენდენტალნო - ამოიხრა აგრაფინამ
-ოჰჰ, კარგი ერთი რა - წამოიკივლა თუმოროფობმა, ასეთი კაცები მეც მეყვარებოდა, მაგრამ ასეთ კაცებს ისეთი ქალები უყვართ გამოჩენისთანავე ესტროგენის არომატს რომ აყენებენ, ძალიან მიმზიდველები რომ არიან და მილიონი ქალური საიდუმლო რომ აქვთ. ყავაზე რომ იკრიბებიან და ძალიან დიდხანს ლაპარაკობენ „ვიტოჩკებზე“, მანიკურშიცებზე, ეპილატორებზე, სახის კრემებზე, ტორტის რეცეპტზე, დაქალებს რომ ჭორავენ და გინდაც ბევრი ჭკვიანური სიტყვა იცოდნენ, მაინც რომ არაფერი იციან; მობილურებზე და ბლოკნოტებზე ვარდისფერ პომპონებს რომ აკრავენ, პეპლებივით რომ დაფარფატებენ და ყველაფერს ეპრანჭებიან: ხეებს, მაგიდებს, სკამებს, ყავის ჭიქას, მეზობლი ძაღლს და საერთოდ ყველაფერს, მათ შორის კაცებსაც. ასეთი ქალების გონით წვდომა ჩემთვის და შენთვის ისეთივე რთულია, როგორც კაცური კაცების. მე მაგას ადრევე მივხვდი, ეგრევე მივხვდი და ასეთ კაცები არც არასდროს შემყვარებია. ისეთები მიყვარდებოდნენ, ტრანსცენდენტურები რომ არ არიან და სულ ასეთ სიტყვებს რომ ამბობენ: სტრუქტურალიზმი, პოსტმოდერნიზმი, არაცნობიერი, მანიფესტაცია; სანადიროდ რომ ვერ დადიან და შოკოლადზე გამოშვების ვადას ნევროტულად რომ ამოწმებენ. მათ შორის ხანდახან სიმპათიური ეგზემპლარებიც მოიძებნებიან. და თუმცა ერთმანეთი სულაც არ მოგვწონს ჩვენ და ეს კაცები ვართ ერთმანეთისთვის განწირულნი, რადგან იმათ ტესტოსტერონის დეფიციტი აქვთ, ჩვენ - ესტროგენის. ასე რომ გონს მოეგე, ძალიან გთხოვ.
სულაც არ მჭირდება გონს მოგება - მე ჩემი მამალი მგელი მიყვარს- მიუგო აგრაფინამ.
ალოისი კი ამ დროს სავსე მთავრეს შესცქეროდა და გაბევრებული ნივთების მაკრატლით დაჭრას ცდილობდა. რაღაც მაინც ხომ უნდა დაელაგებინა თავის ცხოვრებაში, თორემ სავსე მთავრე თავისთან ეძახდა და მოსვენებას არ აძლევდა.

10 comments:

  1. aramgonia yvela aset mamakacs yvela aseti qali mowondes.. I'd better try :D

    ReplyDelete
  2. რა თქმა უნდა, ქეთ :))

    ReplyDelete
  3. დღეს აღმოვაჩინე ეს საიტი. ვისიამოვნე. დიდი მადლობა! ამ ესემ კი, ვირჯინია ვულფი გამახსენა(სიოს მონაბერი მხოლოდ ბლოგის სახელში როდი იგრძნობა. არ იფიქროთ ვაკნინებ ბლოგს. პირიქიტ. ვცდილობ კომპლიმენტის თქმას). ესეც ვირჯინია ვულფი:"Therefore if you insist upon fighting to protect me, or “our” country, let it be understood, soberly and rationally between us, that you are fighting to gratify a sex instinct which I cannot share; to procure benefits which I have not shared and probably will not share; but not to gratify my instincts, or to protect either myself or my country. “For,” the outsider will say, “in fact, as a woman, I have no country. As a woman I want no country. As a woman my country is the whole world.”

    ReplyDelete
  4. pirdapir guls moxwda ,tumca ukwe meored cavikitxe :)) dar

    ReplyDelete
  5. დედავ,ჩემო,რა კარგივაა,გადვირიე ქალიი__ესტროგენნაკლებიიიიი!ხათუნანა.

    ReplyDelete
  6. მადლობთ, ჩემო საყვარელო, დაიკო და ძამიკო ფრენდებო :)))

    ReplyDelete
  7. აი, ეს უმაგრესია: “in fact, as a woman, I have no country. As a woman I want no country. As a woman my country is the whole world.”

    ReplyDelete
  8. NANAAA, dzalian sakvareli xar da mgoni, ramodenime ena gakvs, amdens erti enit ver itkvis kaci, shen rom ambob da cer.:)

    Testosteronis surnelianebis smeshinia, magram ise mominda Etrogenissurneliani viko da kedelebs, magidebs, skambes da tu ginda kacebsac, vepranchebode, telefonze ragac sisulele mekidod da im teefonidanac atas sisuleleze vsaubrobde de FEXEBZE mekidos cxovrebis kvela da kvelas problema...SAD VIKIDO ESTROGENIANI SUNAMO?

    ReplyDelete
  9. netav qali vyofiliyavi, Tumorofob... isemeshinoda lamazikacebis,ise, rom chemi Tavi yvelaze ushno megona am qveynad.... arada,is kacebi tavistavad arafers ashavebdnen,chemken interesian mzerasac ki gamoaparebdnen xolme...me ki, erTi muWa vxdebodi...hprmonebis bralia,davo?

    ReplyDelete
  10. მიყვარს შენი წა-კითხვა..... <3

    ReplyDelete