და მერე მე დავბერდები, ანუ მოხდება ის, რაც 20, 30, 40 წლის წინ მეგონა, რომ არასდროს მოხდებოდა, რადგან გაუგებარი, ბრიყვული შინაგანი რწმენით მწამდა, რომ 40 წელი და მარადისობა ერთი და იგივეა. და შემეცვლება მანერები, ხმა, კანი და როდესაც სარკეში უნებლიეთ ჩავიხედავ, ჩემი ძველებურად ახალგაზრდა და თავქარიანი სული ამ ახალ, დაჭმუჭნულ გარეკანში ჩასმულ არსებას უბრალოდ ვერ იცნობს.
და აღარავინ შემომხედავს ყურადღებიანი მზერით, რადგან ყურადღებიან მზერას ისეთს, რომელიც უყურებს და ხედავს, მხოლოდ ახალგაზრდები სჩუქნიან ერთმანეთს. და მე ეს მზერა დამაკლდება, დამაკლდება მოგზაურობა სხვის, მეორის უცხოს თვალებში, როდესაც დრო ჩერდება და მართლა ემსგავსება მარადიულობას. და გამიჩნდება უამრავი ახირება, ვიტყვი სასაცილო და ბებრულ რაღაცეებს და ჩემი გოგონა თავის მეგობრებს სევდიანი ღიმილით მოუყვება, როგორ შევიცვალე და მერე ამოოხვრით დასძენს: „ღმერთო, რა ულმობელია ცხოვრება, არადა, როგორი ჭკვიანი ქალი იყო“.
და მერე მე ძალიან, ძალიან ავად გავხდები, ისე ავად, რომ ყველა ჩემი სირცხვილი დამავიწყდება და უკვე ისე თავზარდამცემად შემეშინდება სიკვდილის, რომ ამ შიშზე ხმის ამოღებასაც ვეღარ გავბედავ. და გავუმართავ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას სიკვდილს და ისე ჩავებღაუჭები სიცოცხლეს, რომ ფრჩხილები დამტყდება და თითები დამისისხლიანდება, და ჩემი შვილები დაიღლებიან, და გაიფიქრებენ, „ღმერთო, ეს აღარ უნდა დასრულდეს?“, და მერე ამ ფიქრის შეეშინდებათ და უფრო სათუთად მომივლიან.
და უკვე ჩემი სიცოცხლისა და სნეულების მიწრულს ჩემი მანერები უცნაურად განატიფდება და დარბაისელი, ღირსეული ბანოვანის ქცევას დაემსგავსება და ეს ცვლილება ძალიან, ძალიან გააოცებთ იმათ, ვინც ადრე მიცნობდა. მე კი ვიჯდები ღირსეულად თავდაჭერილი და ნაზი, ქალური მოძრაობით გავისწორებ შუბლზე ჩამოვარდნილ თმას.
და მერე, ერთ მშვენიერ დღეს და ეს დღე მართლაც მშვენიერი იქნება, ხდომილებებისგან დაცლილი, მყუდრო, გამჭვირვალე და სუფთა დღე, მე დავიღლები და ავდგები და კედლისკენ გადავბრუნდები და მერე, როდესაც ჩემი შვილები ფრთხილი მოძრაობით ისევ ზურგზე დამაწვენენ, მე მექნება ყველაზე სევდიანი მზერა მთელს მსოფლიოში.
და მერე ცხელებიანს, მე სუნთქვა გამიჭირდება და ჩემი ტკვილიანი სახე და ეს გაძნელებული სუთქვა, მშობიარობის ჭინთვებს დაემსგავსება, ოღონდ პირიქით, სულ, სულ პირიქით.
და მერე მე მოვკვდები და ჩემი შვილები იფიქრებენ, რომ ძალიან იოლად გადაიტანეს ჩემი წასვლა, სანამ არ გავა დრო, რომელიც არაფერს არ გააქარწყლებს და, უფრო მეტიც, საპირისპირო განცდას მოიტანს. და ისინი ჩემს სიკვდილში თავის მოკვდავობას გაეცნობიან და ამიტომ ვეღარასდროს მოინელებენ და აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ ოდესღაც.
და ისინი დამიმახსოვრებენ ძალიან ნათელს, ძალიან სუფთას, ძალიან მოწყალეს, ძალიან სათუთს, რადგან ყველაფერი წვრილმანი, შემთხვევითი და ცუდი დაავიწყდებათ და ეს დავიწყება იქნება ყველაზე სამართლიანი რამ, რაც კი ამქვეყნად ოდესმე მომხდარა.
iseti martali, ubralo da basri postia.. :)
ReplyDeleteმე მექნება ყველაზე სევდიანი მზერა მთელს მსოფლიოში...
ReplyDeleteვერც კი ვკითხულობ ბოლომდე... ძალიან მიჭირს ამის წაკითხვა. რომ იცოდე როგორი ვარ ეხლა შეგეშინდებოდა ჩემი დანახვა!!!!!!!!!!!
ReplyDeleteსიკვდილი, ზოგჯერ ხომ თავშესაფარია- ყველაზე საიმედო თავშესაფარი...
ReplyDelete...(
Deleteდამტოვა. თუ ჩამტოვა. როგორც ჰქვია, რა...
ReplyDeleteამ ფონზე წავიკითხე და ასჯერ უფრო საოცარი შეგრძნება დამეუფლა. რეალობის აუტანელი, მაგრამ სასიამოვნო(ც) შეგრძნება (ალბათ, მუსიკა მიწყობდა ხელს).
ისე ვკითხულობდი, თითქოს ენციკლოპედიაში დაბეჭდილი მეცნიერულად დამტკიცებული სიმართლე ყოფილიყოს.
თქვენ გაიხარეთ :)
აი, მელოდიაც:
http://www.youtube.com/watch?v=KIpt_BIrIzM&feature=related
avtoris FB daidos :))
ReplyDeleteზურ, მადლობთ
ReplyDeleteაი ავტორის ფბ nana zardiashvili :)))
...და ჩემი შვილები დაიღლებიან, და გაიფიქრებენ, „ღმერთო, ეს აღარ უნდა დასრულდეს?“, და მერე ამ ფიქრის შეეშინდებათ და უფრო სათუთად მომივლიან....:(((((((((((((
ReplyDelete..."და როდესაც სარკეში უნებლიეთ ჩავიხედავ, ჩემი ძველებურად ახალგაზრდა და თავქარიანი სული ამ ახალ, დაჭმუჭნულ გარეკანში ჩასმულ არსებას უბრალოდ ვერ იცნობს.
ReplyDeleteდა აღარავინ შემომხედავს ყურადღებიანი მზერით, რადგან ყურადღებიან მზერას ისეთს, რომელიც უყურებს და ხედავს, მხოლოდ ახალგაზრდები სჩუქნიან ერთმანეთს. და მე ეს მზერა დამაკლდება, დამაკლდება მოგზაურობა სხვის, მეორის უცხოს თვალებში, როდესაც დრო ჩერდება და მართლა ემსგავსება მარადიულობას".
------
ვაიმე,ნანა-ხომ როგორი თითქოს ასჯერ გადაღეჭილი თემაა,ტრივიალურიც და მარადიულიც ერთდროულად...
და რა ნიჭიერი ხარ,რომ ამ თემაზე ისე წერ-კითხვისას პირველადი აღმოჩენით აღტაცების მათრობელა გრძნობა რომ არ გშორდება მკითხველს!მხოლოდ შენ ახერხებ ამას,რაც ყველას ნაფიქრი გვაქვს-იდეალური ფორმა მისცე-თავდაუზოგავი გულწრფელობის სიმამაცისა და ხალასი ნიჭის ხარჯზე!
გაკოცე ბევრი,ჩემო ფანტასტიურო გოგო!
მაია, აი ზუსტად იმ ეპიზოდებს აღნიშნავ ხოლმე, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. :))))
ReplyDeleteნან,ალბათ ხვდები,რომ ესეც არაა შემთხვევითი-
ReplyDeleteაკი გეუბნები-სოულმეითები ვართ-მეთქი!:)
ფორმულირებებიც და აქცენტებიც ისეთია-ჩემია მთლიანად!:)
ნანიკო, ერთ–ერთი ყველაზე მაგარი, უმაგრესი, უსაყვარლესი და ფანტასტიური რამ! გავგიჟდი! აქცენტების დიდოსტატო!
ReplyDeleteKOVELI SITKVA DA CINADADEBA IMXELA FILOSOFIAA,ROM TAVSHI KVELAFERI AMER-DAMERIA DA DAVIKARGE...:)ARADA,RA MIMZIDVELIA!!!MARTLA DZALIAN MOMCONS!:)
ReplyDeleteუსიტყვოდ...და ეგაა რომ დასასრული ზოგჯერ უფრო დასაწყისია...და აქ ეს აშკარად ვიგრძენი.
ReplyDeleteმათე, რომელიც მაიკოა....:)
da Tu xdomileba illebs,droc cherdeba... ra aris dro meti?
ReplyDeleteროდესაც ჩემი შვილები ფრთხილი მოძრაობით ისევ ზურგზე დამაწვენენ, მე მექნება ყველაზე სევდიანი მზერა მთელს მსოფლიოში...
ReplyDeleteყველაფერი წვრილმანი, შემთხვევითი და ცუდი დაავიწყდებათ და ეს დავიწყება იქნება ყველაზე სამართლიანი რამ, რაც კი ამქვეყნად ოდესმე მომხდარა.
ვაიმე, სიტყვები არ მყოფნის ისეთი ძლიერი, მძიმე და არაჩვეულებრივია!
"და მერე მე მოვკვდები და ჩემი შვილები იფიქრებენ, რომ ძალიან იოლად გადაიტანეს ჩემი წასვლა, სანამ არ გავა დრო, რომელიც არაფერს არ გააქარწყლებს და, უფრო მეტიც, საპირისპირო განცდას მოიტანს. და ისინი ჩემს სიკვდილში თავის მოკვდავობას გაეცნობიან და ამიტომ ვეღარასდროს მოინელებენ და აღარასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ ოდესღაც."- სიტყვებით ზუსთად გადმოცემული ის განცდა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სულ მაქვს:((
ReplyDeleteვაი, ვაიჩვენ!
ReplyDeleteeh ... ai es droc... da martla vai chven..adamianebs ...
ReplyDelete